სოჭის ოლიმპიადის სტუმრებს რუსეთის სპეცსამსახურები აბაზანებში და საპირფარეშოებში უთვალთავლებენ, - ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ვეცე-პრემიერმა გაახმოვანა.
უცხოელმა ჟურნალისტებმა დიმიტრი კოზაკს შეკითხვა სოჭის ინფრასტრუქტურის იმ ნაკლოვანებებზე დაუსვეს, რომელიც მედიაში დაცინვის მიზეზი გახდა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტირუსული განწყობის მქონე დაინტერესებული პირები სოჭის საბოტაჟს ცდილობენ და სწორედ ამიტომ წერენ მსგავს სტატიებს. ვიცე-პრემიერმა მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ვიდეოკემერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ სტუმრები საშხაპეებში წყალს უშვებენ, ნაკადს კედელზე მიმართავენ და მერე მთელი დღით ოთახიდან გადიან“.
როცა ჟურნალისტებმა მას სასტუმრობეში ვიდეოთვალთავლის შესახებ უფრო დეტალურად ჰკითხეს, დიმიტრი კოზაკი შეცდომას მიხვდა და პრესკონფერენცია დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






