ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე ახალ იდეას აწვდის საზოგადოებას. კერძოდ, იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარდა ,,წითელ წიგნში“ შეიყვანონ ქართველები, როგორ უნიკალური... ადამიანური სახეობა.
,,იდეა კი არადა, ინიციატივა მაქვს: ხომ არსებობს "წითელი წიგნი" სადაც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია შეტანილი და მათი დახოცვა იკრძალება? მცენარეები, რომელთა განადგურება იკრძალება? ხოდა, მცირე ერებისთვის მსგავსი კატალოგი მინდა დამუშავდეს და აიკრძალოს ქართველების ხოცვა, ქართველებთან ომი და გაგვიფრთხილდეს მსოფლიო, როგორც უნიკალურ, გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ ადამიანურ სახეობას. ვის მივმართო? (რუსთაველი მკვდარია), უფრო სწორად, პეტიციის შექმნა მინდა და გამომიწოდეთ ხელი“, - წერს თავდაცვის მინისტრის მეუღლე.
მასალის გამოყენების პირობები






