ექსპერტები ქათმის გრიპის ახალი შტამის გავრცელებას სავსებით რეალურად მიიჩნევენ. ასეთი დასკვნა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინეთში გრიპმა ერთი ქალი იმსხვერპლა.
ვარაუდობენ, რომ 73 წლის ქალბატონი H10N8 ვირუსით შინაური ქათმების ბაზარში დაავადდა, ასეთია წინასწარი დასკვნა. თუმცა, ექსპერტები ჯერ დარწმუნებით ვერ ამბობენ, სად არის ინფექციის წყარო.
ჩინეთის სხვა პროვინციაში კიდევ ერთი პირი დაფიქსირდა ამავე ვირუსით. მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ქათმის ვირუსის ახლად დაფიქსირებული შტამი ადრე არ გამოვლენილა.
ბოლო პერიოდში ჩინეთს ერთხელ უკვე მოუწია გამკლავებოდა ქათმის გრიპის ვირუსს, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში სიკვდილიანობაც დაფიქსირდა.
მეცნიერები, რომლებიც ახალ შტამს სწავლობენ, ვარაუდობენ, რომ ვირუსმა, შესაძლოა, განიცადოს მუტაცია და ის ადამიანიდან ადამიანზეც გადავიდეს. თუმცა, მეცნიერები იქვე ამატებენ, რომ ჯერ მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ არის და რომ ისინი, ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ.

მასალის გამოყენების პირობები






