ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებისადმი მოწოდებისა და პარლამენტის დღევანდელ სხდომის შესახებ ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
"არჩევანში", 4 თებერვალს ვერ მოვასწარი მეთქვა ერთი რამ: ბიძინა ივანიშვილმა თავის პრესკონფერენციაზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ტონალობა განუსაზღვრა, უკეთ - შეუმაგრა: მან ცეცხლი შეუკეთა სიძულვილსა და ზიზღს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და მოუწოდა თანაგუნდელებს, იუმორითა და ირონიით შეეგებონ ოპონენტების კრიტიკას. ჩემი დაკვირვებით/შეფასებით, იუმორის გრძნობა უმრავლესობაში აქვთ, მაგრამ ძალიან განსხვავებული ხარისხით. ამიტომ ივანიშვილის მოწოდება შეიძლება განხორციელდეს აგდებითა და ცინიზმით, რაღაცნაირი ბლაგვი იუმორით გამსჭვალულ დამოკიდებულებასა და სიტყვებშიც. ეს უკვე დაეტყო პარლამენტის დღევანდელ სხდომას.
და მაინც კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი იუმორის თამასას არ განუსაზღვრავს თანაგუნდელებს და, ვთქვათ, ზურაბ ჯაფარიძის რიცხვებით გაჯერებულ კრიტიკას "შედი, ქალო, ბუტკაშის" (აბა, სხვას მე ვერ ვიხსენებ და...) არ შეაგებებენ“, -წერს პაიჭაძე.
მასალის გამოყენების პირობები






