თუ ჩვენ ვითამაშებთ სერაფიმ საროველებს და არ დავსჯით მკვლელებს, მაშინ დღევანდელ, ახალ თაობას ეცოდინება, რომ მასაც შეუძლია ერთ დღეს ახალაია, ან მერაბიშვილი, უგულავა, ან სააკაშვილი გახდეს...
ჟურნალიტი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას ,,ფესიბუქის“ გვერდზე აფასებს.
,,სადღაც მესმის, რა კონტექსტით ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს საზოგადოება იუმორით უნდა შეხვდეს. "იუმორში" მან პროტესტის ერთგვარი ფორმა იგულისხმა, რაც გასაგებია, ერთის მხრივ... მაგრამ არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ, როგორ უნდა შეხვდნენ იუმორით "ნაციონალური მოძრაობის" ცინიზმს ის ოჯახები, რომლებსაც უდანაშაულო შვილები, ძმები და მამები ჩიტებივით დაუხოცეს. დარწმუნებული ვარ, მკვლელებთან იუმორი პროტესტის ფორმად არ გამოდგება. უბრალოდ, არაბუნებრივია... არამართალია... არაგულწრფელია... მკვლელს უნდა დაუმტკიცო დანაშაული და სასამართლოს წინაშე უნდა აგებინო პასუხი, რომ მეორედ... მესამედ, ან მეოთხედ აღარავის გაუჩნდეს ბოროტი აზრი,- გვამების მოტანის ბრძანება გასცეს... და განახორციელოს ეს ბრძანება. თუ ჩვენ ვითამაშებთ სერაფიმ საროველებს, რომლებიც ვერ ვართ და არ ვართ (სამწუხაროდ) და არ დავსჯით მკვლელებს, მაშინ დღევანდელ, ახალ თაობას ეცოდინება, რომ მასაც შეუძლია ერთ დღეს ახალაია, ან მერაბიშვილი, უგულავა, ან სააკაშვილი გახდეს...დაჩაგროს, გაამწაროს, დაამციროს, მოკლას... და ამის გამო, პასუხს არავინ აგებინებს... პირიქით, შეიძლება დაწინაურებულიც აღმოჩნდეს. ფართოდ გავახილოთ თვალი უბედურებაზე, რომლის დაშვებაც არ შეიძლება. არავის ვებრძვი და არც ვაქილიკებ, არც ვინმეზე ჭკვიანი, ან უკეთესი მგონია თავი... მე ჩვენი შვილების მომავალის გამო მეშინია...უბრალოდ, ძალიან მეშინია...“, - წერს ირმა ინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






