პუტნის მხრიდან ოლიმპიადაზე სეპარატისების ლიდერის თიბილოვის მიწვევას და აღნიშნულზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ,,ფესიბუქის“ გევრდზე ეხმაურება.
,,თიბილოვის ოფიციალურ სტუმრად მიწვევა პუტინის მხრიდან ლოგიკური გაგრძელებაა მის მიერ წარმოებული პოლიტიკისა. ფიზიკურ ოკუპაციას, იმისათვის რომ ის ,,დაკანონდეს”, აუცილებლად ესაჭიროება მენტალურ-მორალური დაბეჩავება მსხვერპლისა, ანუ საქართველოს ხალხის, რასაც ემსახურება პუტინის მხრიდან ეს დაპატიჟება. სხვა სიტყვებით, იმისთვის რომ ოკუპაცია გაინაღდოს და განავრცოს, დამპყრობელს ჩვენი შემგუებლობა და არსებულთან შეგუება სჭირდება. დღეს ამის მცდელობასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება თუ სეპარატისტების მიწვევას ინგორირებას გაუკეთებს, ის დაეხმარება პუტინს საქართველოს "დაჩმორებაში", რაც ასე ძალიან სურს ამ უკანასკნელს. ჩვენი იარაღი ამ ბრძოლაში არა იგნორირება, ან ტანკია, არამედ ჩვენი უარი, რომ შევეგუოთ არსებულ, დღევანდელ მდგომარეობას. და ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. ჩვენი ძალა ჩვენს უარშია“, წერს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






