ჯეიმს აპატურაი - ვფიქრობ საქართველოს მთვარობის მხრიდან ოლიმპიადაში მონაწილეობა კარგი გადაწყვეტილება იყო
მსოფლიო - 16:55, 03 Feb, 2014     2534

„ჩვენ მივესალმებით და მხარს უჭერთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას,ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ ეს არის სწორი და მართებული გადაწყვეტილება“ - ამის შესახებ ნატოს გენერალრი მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აპატურაის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ძალიან კარგია და ის მიდგომა, რომელიც ამ საკითხზე აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ალიანსში დადებითად არის შეფასებული.

„რა თქმა უნდა სპორტი ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკას გაცდე. იმ ქვეყნების წარმომდგენლებისთვის, რომლების დიპლომატიის ან სამხედრო სფეროში არ თანამშრომლობენ, ეს შეხვედრის შესაძლებლობაა. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რჩება ძლიერი და ის ფაქტი, რომ ჩვენ საქართველოს მხარს უჭერთ არ შეიცვლება. თუ საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაში უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და ვფიქრობ საქართველოს მთვარობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. როგორც კანადელი, არ ვარ დარწმუნებული ჰყავს თუ არა საქართველოს ჰოკეის გუნდი, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე“ - განაცხადა აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო-რუსეთის და საქართველო-ნატოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო არ არის".

„ნატოს თვალთახედვით, ახალი მთავრობის მიდგომა, რომელიც არც ისე ახალია არის კარგი. არ ვიტყოდი, რომ ის ფუნდამენტურად განსხვავდება წინა მთავრობისგან, ეს არის მყარად დგომა ევროატლანტიკურ გზაზე, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ. ასევე რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარების მცდელობა, ეს ორი რამ ერთმანეთის საპირისპირო არ არის. ჩვენს გვსურს ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის ის რაც დამფუძვნებელ ქარტიაში წერია და ეს არ შეიცვლება. კითხვები ბევრ წილად არის როდის და როგორ? ეს ძირითადად ასპირანტ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ასე, რომ ჩვენ მხარს უჭერთ იმ მიმართულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიჰყვება,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42