ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გადაცემა ,,რეაქციის“ შემდეგ გამოთქმულ კრიტიკას ,,ფეისბუქის“-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"მიზანმიმართულად არ ვაკეთებდი კომენტარს იმ ჟივილ-ხივილის და უცნაური ისტერიის გამო, რაც პირველ "რეაქციას" მოჰყვა. ველოდებოდი ორშაბათს, რომ მენახა რა რეიტინგს დადებდა გადაცემა. დღეს რეიტინგი დაიდო და აღმოჩნდა, რომ "რეაქცია" იყო იმ დღეს რეიტინგების ლიდერი. თანაც საკმაოდ დიდი უპირატესობით.
ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწორი იყო ჩვენი მხრიდან ყველა იმ ჯგუფის მოწვევა, ვინც გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. მოსწონს თუ არა ვინმეს ამა თუ იმ ჯგუფის პოზიცია, ისინი რეალში არსებობენ და გადაცემის ყურებადობაც სწორედ ამან განსაზღვრა. ზოგადად არ ვარ რეიტინგებზე ჩაციკლული ადამიანი და ამ პროცენტებზე კომენტარს აღარასოდეს გავაკეთებ... ცნობისათვის ტოტალში დაჯდა ასეთი თითქმის 18 პროცენტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უზარმაზარი აუდიტორია გვიყურებდა... და პირველი ადგილი ავიღეთ, თან ძალიან დამაჯერებლად.
აქედან გამომდინარე, ვინც თვლის, რომ ფიასკო ვანვიცადეთ და საშინელი გადაცემა იყო, მათ უბრალოდ გავუღიმებ.... ვისაც გაეხარდა ჩვენი გასვლა ეთერში და მხარდაჭერა გამოგვიცხადა - მათ უღრმეს მადლობას ვუხდი და ვეფერები, ვინც გაგვაკრიტიკა - პირობას ვაძლევ, მათ კრიტიკას აუცილებლად გავითვალისწინებ და დავხვეწავ, თუ რამე შეცდომა მომივიდა. დიდი მადლობა ყველას)))))
p.s. ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ ვაპირებ. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და შევეცდები, უფრო საინტერესო გადაცემები გვქონდეს," - წერს გრიგოლია.
მასალის გამოყენების პირობები






