სალომე ზურაბიშვილი: ან ესენი მართლა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ ან...
სოც.მედია - 01:31, 03 Feb, 2014     5538

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომეზურაბიშვილი მუხროვანის ამბოხთან და ამ საქმეში ბრალდბულთა შესახებ ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

,,ერთ დიდ გაუგებრობაში ვართ. საქმე ვიდეო ფირებს დადების და გამოყენების და მათში ასახულ კადრების მნიშნველობაში კი არაა. საქმე ბევრად უფრო სერიოზულად დგას: წინა ხელისუფლება ამტკიცებდა და მისი წარმომადგენლები კიდევ ამტკიცებენ რომ საქმე გვქონდა სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან !( და არ დაგვაკლეს თავისდროზე შედარებები ზვიად გამსახურდიის რეჟიმის გადატრიალებასთან რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ იმ პარალელში რისი დადგინებას სულ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა - თავის და ეროვნულ მოძრაობის შორისა)

ამ ხელისუფლებამ ის ადამიანები - ოფიცრები და ჯარისკაცები- რომლებიც იყვნენ ბრალდებულნი ამ საქმეში გაანთავისუფლა და მისცა პოლიტპატიმარის სტატუსი! ამას მივესალმები და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს ღურსეული ოფიცრეი ვინც იბრძოდნენ ომის დროს და ქართულ ჯარის ღირსებას ატარებენ, მართლაც უდანაშაულები არიან.

მაგრამ ჩემი დარწმუნება არ დარწმუნება- ან თქვენზი - ხომ არაფერს ნიშნავს და არ შეიძლება მასზე იდგეს ქვეყნის ბედი.

აქ ვერ გაჩერდება საქმე და გამოძიება აუცილებელია, რამეთუ

ან- ან :

ან ესენი მართლაც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ და მაშვინ რა უფლებით, რა უპასუხლგებლობით გამოუშვა ახალმა ხელისუფლებამ ციხიდან და პოლიტიკურ პატიმრის კვალიფიკაცია მისცა … ეს ასე რომ იყოს ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასია და ამაზე ხელისუფლებამ და კომისიამ უნდა აგონ პასუხი. თავისთავად ასეთი განთავისუფლება ვინმეს პირად რწმენაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

ან - როგორც მე მჯერა - ესენი იყვნენ წინა ხელიუფლების მიერ ხაფანგში მოხვედრილნი, არანაირ საიდუმლო გადატრიალებაში მითუმეტეს რუსეთთან შეთანხმებით არ მონაწილეობდნენ, და მაშინ ხომ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მათი საქმე გაირკვეს, მათი რეპუტაცია დღემდე შელახული (რამეთუ ნაწილი საზოგადოებას რაღაც ეჭვი მაინც რჩება) რეჰაბილიტირებული იქნეს და ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ რომ ჩვენი ჯარის მთავარსარდლობა ქვეყნის დაცვას და არა მის ნგრევას ემსახურებოდა.

შუაში ყოფნა არ შეიძლება ისევე როგორც ნახევრად ორსულობა არ შეიძლება… ეს გაურკვევლობა იმ ადამიანებისთვის აუტანელია და ვიტყოდი, კიდევ უფრო, ქვეყნისთვის წარმოუდგენელია… რამეთუ ქვეყანამ თუ არ იცის ვინ არის მისი მტერი და ვინ მისი ერთგული მსახური, არ იცის ვინ დამნაშავე და ვინ სხვერპლი და გმირი, ის ქვეყანა ქვეყანად ვერ ივარგებს და მისი სახელმწიფოებრიობა ეჭვის ქვეშ დღეს თუ არა ხვალ დადგება.

მიკვირს ამ ხელისუფლებაში მრავლად მყოფ იურისტების რომ ამას ვერ ხედავენ და რაღაც კადრების გამოჩენას დაელოდნენ რომ გაერკვიათ გამოძიების აუცილებლობა . არა კადრების ( ეს ვიდეომანია უკვე დამღლელიც გახდა) არამედ რეალური ფაქტების….

ქვეყანა ან უდიდეს საფღთხის ქვეშ იდგა გადატრიალების მცდელობის სახით, ან პირიქით ისეთი ანტი პატრიოტული ხელისუფლება ჰყავდა რომელსაც არ ერიდებოდა არც გადატიალების თემასთან არც რუსეთის თემასთან თამაშს, ოღონდ თავისი ძალაუფლება გაემყარებინა და ოპოზიცია საბოლოოდ განედგურებინა.

ეს ხომ უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ … და მერე კიდევ ყველაფერი ის რაც ჩამოწერილი მაქვს და კიდევ მთელი რიგი საქმეების რის გარეშე არ გვეცოდინება ვინ ვართ და სად ვართ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42