სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მუხროვანის ვიდეოკადრებზე გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება.
,,ბატონო ექს პრეზიდენტო "ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცეები" არის თქვენი დატოვებული მემკვიდრეობა, თქვენი "ნამომქმედარი" ….მაგრამ ეს არაფერი ხომ ნათელია, როგორი ქვეყნის სიყვარული გამოძრავებთ და კიდევ ერთი რამე ვერ გაგიგიათ, ,,ამდენი სახელმწიფობრიობის" ქადაგების მერე, რომ ყოფილ მეთაურს არ ეკადრება ასეთი გამონათქვამი. … აბა ერთი წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვეყნის ყოფილი მეთაურს ასე რომ ელაპარაკა თავის სამშობლოზე და იქ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე. მაგალითად დე გოლს რომ ეთქვა " J'en ai marre de la politique francaise, foutez moi la paix" ან ბუშს ან რომელიმე ამერიკელ პრეზიდენტს : " I have had it with american politics, leave me alone!" ????…….ხომ ასახელებთ ამით თქვენ თავს და თქვენ ქვეყანას !!!!!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






