„მე ვარ შეშფოთებული, როცა ნატოს ანტისარაკეტო სისტემები უსაფუძვლოდ არის შეფასებული რუსეთის მხრიდან, შეფოთებული, როდესაც ვიგებ, რომ რუსეთი ისკანდერებს ანთავსებს კალინინგრადში, გამანადგურებელ თვითმფრინავებს ბელორუისიაში და დამატებით სამხედროებს არქტიკაში, როცა რუსეთი აღიქვამს ნატოს ღია კარს საფრთხედ, წორედ საერთაშორისო ტერორიზმს. არ გვინდა გამყოფი ხაზები და წარსულის მძევლობა“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
როცა ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის აღქმაზე საუბრობდა, მედიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქციები დააფიქსირა. როგორც ჟურნალისტებმა შენიშნეს, როცა რასმუსენი რუსეთთან ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობდა, სერგეი ლავროვს ირონიული გამომეტყველება ჰქონდა. მან თავის გამოსვლაში ნატო ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და არაფერი უთქვამს რასმუსენის შედარების საპასუხოდ. ანუ, იმაზე თუ რატომ იარაღდება რუსეთი ნატოს წინააღმდეგ ისე, თითქოს საერთაშორისო ტერორიზმთან ჰქონდეს საქმე.
მასალის გამოყენების პირობები






