„ბატკივშინასა“ და „უდარის“ ლიდერები, კლიჩკო და იაცენიუკი, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებში მიუნხენის კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას, მიუნხენის ევრომაიდანზე მივიდნენ. დღეს, მიუნხენში აქტივისტებმა გერმანიის ყველა ქალაქიდან მოიყარეს თავი.
არსენი იაცენიუკმა ევრომაიდანის მონაწილეებს სცენიდან მიმართა. მან უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზე ინფორმაცია მიაწოდა. იაცენიუკმა განაცხადა, რომ მან მიუნხენში შეთავაზა ეგრეთ წოდებული მარშალის გეგმა უკრაინისათვის, რომელიც უკრაინისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების პაკეტს ითვალისწინებს, რათა შეაჩერონ ძალადობა, დასაჯონ კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავეები და ასევე, აღადგინონ სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა.
თავის მხრივ, ვიტალი კლიჩკომ მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, რომლებიც მთელი გერმანიიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან ჩავიდნენ, რათა თავისი აქციით მხარი დაუჭირონ ხალხს, რომელიც უკრაინის მთავარ მოედანზე დგას.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და ძალისხმევა აქ, რათა თქვენ სამშობლოს დაეხმაროთ. მოყევით იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში. დღეს, როდესაც ქვეყანაში კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, იჭერენ და ასამართლებენ აქტივისტებს, უკრაინელები მაინც იბრძვიან საკუთარი უფლებებისა და მომავლისათვის“, - აღნიშნა კლიჩკომ.
zn.ua
მასალის გამოყენების პირობები






