სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც მიმართეს იანუკოვიჩს, არ დაუშვას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება, აიძულებენ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო ავრცელებს.
ექსმინისტრი მათ მიმართავს:
"არმიის კეთილშობილო ოფიცრებო, ვიცი როგორ გიჭირთ, მოგმართავთ, გამაგრდით! უკვე ყველამ იცის, რომ გენერალურ შტაბში ითხოვენ ჩატარდეს პირადი შემადგენლობის შეკრებები, რომლის მიზანია იმ განცხადების მხარდაჭერა, სადაც პრეზიდენტს ექსტრემისტების წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოუწოდებენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ განცხადებას ბევრმა ოფიცერმა ხელი არ მოაწერა, ბევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა და ნაწილმა თავი შეიკავა. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არმიაში არის ბევრი პატიოსანი ოფიცრი და ყველას გაყრა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო,“ - განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






