უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე პირველივე დღიდან ხება, ეს ანტირუსული გზავნილია.
ამის შესახებ იუშენკომ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
იუშენკოს თქმით, ძირითადი საკითხი, რომელიც უკრაინულ მაიდანზე ჩამოყალიბდა - ეს ქვეყნის ევროპული პოლიტიკური კურსის რეალიზაციაა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დიალოგში პაუზით უკრაინა რუსეთის მხარეს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს გეგმა „უკრაინის კოლონიზაციისა, საბაჟო კავშირსა და ევრაზიული სივრცის შეთანხმების ჩათვლით“. „ეს ორი ნაბიჯია, რომლებიც რუსეთის მხარეს დარჩა გასაკეთებელი, რათა უკრაინა დაბრუნდეს რუსეთის პოლიტიკის ნეოპოლიტიკური კოლონიის წიაღში“, - მიიჩნევს იუშენკო.
„ყველაფერი, რაც მაიდანზე პირველი დღიდან ხდება - ეს ანტირუსული გზავნილია. ეს გზავნილი ევროპის მიმართაა. და ის, რაც მოხდა დეკემბერში, როდესაც ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია და აზიური პოლიტიკის პაკეტის მიღებაზე წავიდა, უკრაინისათვის 15 მილიარდიანი ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმებისა და გაზზე ფასის დაკლების ჩათვლით, ეს არის პერეიასლავსკის შეთანხმება-2. 300 წლის წინ ხელი მოეწერა დაახლოებით ასეთივე პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელმაც ჩვენ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა სამი საუკუნით წაგვართვა“, - თქვა იუშენკომ.
„ვისურვებდი, რომ ევროპა დღეს გრძნობდეს, რომ ეს მისი ვალდებულებაა, რომ ევროპული პოლიტიკა აქტიური უნდა იყოს, რომ ევროპული მისია უკრაინაში უნდა მუშაობდეს არა ერთი დღე, ან ორი, ან ერთი კვირა. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია კონტინენტის სიმშვიდისათვის“, - მიიჩნევს იუშენკო.
მასალის გამოყენების პირობები






