პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით საფრანგეთში დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ პიარკამპანია მიმდინარეობს.
"აშკარად დაწყებულია საფრანგეთში სერიოზული კამპანია კეზერაშვილის სასარგებლოდ რისი ნიშანიცაა ზედიზედ გამოქვეყნებული სტატიები ისეთ გაზეთში (le Parisien) რომელსაც არ სჩვევია ყურადღება არც საერთაშორისო საკითხების და არც კერძოდ საქართველოს მიმართ? ამისი მეორე დასტურია შექმნილი მხარდამჭერი კომიტეტი ყოფილ პოლიტიკურ ფიგურის - კოჰნ ბენდიტის (?????) - მეთაურობით. (ცოტა არ იყოს საცაცლოა რომ ეს ულტრამემარცხენე იქნა არცეული ულტრა ლიბერალური ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ????)
კითხვა ისმის რა დამცველი ზომები მიიღო ქართულ ოფიციალურ მხარემ , რომ მისი პოზიცია სათანადო დონეზე ყოფილიყო წარდგენილი. არ ვიცნობ ირაკლი დონდოლაძეს მაგრამ უფრო მაღალი დონის წარმომადგენელი არ უნდა თან წაყოლოდა?
კიდევ ნიშანდობლივია რომ მთავარ ბრალდებებში გაზეთი ორს ასახელებს, კერძოდ ეთანოლის ტრაფიკინგს საქართველო და უკრაინის შორის და მეორე იმედის არაკანონიერ წართმევაში ადანაშაულებს. სიტყვა არაა ნათქვამი იარაღის ვაჭრობის თემაზე….
რაშია საქმე?
როგორც ეტყობა ამავე სტატიიდან საფრანგეთი ალბათ არ დათანხმდება ექსტრადიციაზე. რაც ნიშნავს რომ მერე მისი განთავისუფლების საკითხიც დადგება.
რაშია საქმე?????" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






