სოციალურ ქსელში ხოშტარია აღნიშნავს, რომ იგი შეგნებულად არ ერევა ისეთ საკითხებში, რომლებიც სასამართლოში, პროფესიონალურად და მიუკერძოებლად უნდა განიხილებოდეს:
"შეგნებულად არ ვერთვები იმ გაისტერიულებულ განხილვაში, ისეთი საკითხების, რაც უნდა განიხილებოდეს სასამართლოში, პროფესიონალურად და მიუკერძოვებლად. წარმოუდგენელია ამ კამპანიებში და კამპანიებით ცხოვრება, სადაც ყველა თავის პირად ბოღმას ან პოლიტიკურ ამოცანას იკმაყოფილებს. გულის ამრევია ბრალდების ასეთი ზედაპირული და კამპანიური ფორმების ყურება, გულისამრევია გაპრავების ასეთი ბრიყვული და ისტერიული ფორმების ყურება.
საქართველოს საზოგადოება და ის ამოცანები რაც სახელმწიფოს აქვს დღეს ბევრად მეტს იმსახურებს და მოითხოვს, როგორც მთავრობისგან, ასევე მთლიანად პოლიტიკური ელიტისგან. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას.
ამიტომ არ ვაპირებ ასეთი თამაშის წესებით მოქმედებას“, - წერს ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები






