აშშ-ის ეროვნული კონტრრევოლუციური ცენტრის დირექტორი მათიუ ოლსენი აფრთხილებს, რომ რუსეთში ოლიმპიადამდე ან მის განმავლობაში „ტერაქტების მნიშვნელოვანი პოტენციალია“.
ამასთან, მისი თქმით, შეჯიბრების დაწყებამდე, მუქარის ბევრი ინფორმაცია გავრცელდა.
ოლსენს დეტალებს არ ჩაძიებია. ამავდროულად, დაზვერვის შესახებ სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, მან აღნიშნა უსაფრთხოების სერიოზული ზომები, რომლებსაც სოჭში სპორტულ ობიექტებზე მიმართავენ.
ოლსენმა ხაზი გაუსვა, რომ „არსებითი საფრთხის ქვეშაა სუსტად დაცული ობიექტები სოჭსა და მის მისადგომებთან, ასევე - ქალაქგარეთაც, სადაც ტერაქტებისათვის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს“.
რუსეთი ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მასშტაბურ ზომებს მიმართავს, რაშიც 50 ათასზე მეტი პოლიციელი და სამხედრო მომსახურე იქნება ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები






