პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი არველაძის განცხადებით, იმ ადგილას სადაც ვიდეოკადრებია გადაღებული თავადაც იმყოფებოდა.
"ვინმეს რამე პრეტენზია აქვს ვიდეოსთან დაკავშირებით? ეს არის რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებით ამბოხებული სამხედრო ნაწილი უბრძოლველად ავიღეთ, მეც იქ ვიყავი... ხელისუფლების სწორი, სწრაფი და პრინციპული მოქმედების შედეგად საშინელებას გადაურჩა იმ დღეს ქვეყანა. ამბოხების ორი ორგანიზატორი სამხედრო მაღალჩინოსანი კი ბაზის უკან არსებულ უღრან ტყეში გაიქცა შეიარაღებული და მიიმალა. მათი პოვნა და გაუვნებელყოფა იმ მომენტში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ცნობისთვის, აშშ ეგეთებს დროებით ხოცავს.. ისრაელზე საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი. თან – ეს იმის გათვალისწინებით, რომ იგივე ამბოხი დაგეგმილი იყო სხვა მოღალატე (რუსეთის მიერ დავერბოვკებული) მეთაურების მიერაც და მათთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო შედეგი - მათი განეიტრალება წინა ღამეს მოასწრო შსს-მ. გეგმა ითვალისწინებდა სამ ბაზაზე, მათ შორის გორშიც ამბოხს. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ეს ომისა და ოკუპაციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.... სახელმწიფოს დაცვა სჭირდება, მტერს – განადგურება. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ნუღარასოდეს იტყვის დავით აღმაშენებელზე ან გიორგი ბრწყინვალეზე, დიდი მეფეები იყვნენო“, – წერს არველაძე "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






