ბატონო პრემიერო... ვინ იღებს პასუხისმგებლობას სოჭში ჩვენი სპორტსმენების უსაფრთხოებაზე? - გოგა ხაჩიძე
სოც.მედია - 20:38, 29 Jan, 2014     1873

,,კითხვა მაქვს, პირველ რიგში ქვეყნის პირველ პირთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და ოლიმპიურ კომიტეტთან.

(პრეზიდენტისთვის ნებაყოფლობითია, უნდა მიიღოს კითხვად, უნდა გაატაროს, დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს)

სანამ უშუალოდ კითხვას დავსვამ, მოდით ზოგადად შევაფასოთ ის მოცემულობა, რომელიც ობიექტურად არსებობს.

ზამთრის ოლიმპიადა ტარდება რუსეთში.

ქვეყანაში, სადაც კორუფცია ჰყვავის და ქრთამით ყველაფრის გაკეთება შეიძლება;

ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების საკითხები ტრადიციულად ძალიან დაბალ დონეზეა, ან საერთოდ არ არსებობს;

ქვეყანაში, სადაც სულ ცოტა ხნის წინაც ორი ტერაქტი განხორციელდა (2013 წლის 29-30 დეკემბერს, ქალაქ ვოლგოგრადში, ტროლეიბუსის და რკინიგზის სადგურის აფეთქება)

ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრის და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის - ჟან ფრანკო კასპერის განცხადებით ოლიმპიადისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროდან - 13 მილიარდი ევრო მოპარულია (გერმანულ გამოცემა Rundschau);

ქვეყანაში, სადაც უპასუხისმგებლობა ყოველდღიური ცხოვრების წესია და ამის ნათელი გამოხატულება თუნდაც ის დაუმთავრებელი, მოუწესრიგებელი ობიექტებია, რომლებიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს მალე.

გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული მუქარები.

აი, რას აცხადებს წარმომადგენლობითი პალატის, კომიტეტის თავჯდომარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკ კოლი: "ეს მუქარები რეალურია, ვფიქრობ ჩვენ ვნახავთ ამ მუქარების განხორციელების მცდელობებს".

ტელეკომპანია CNN-ზე, მეორე გავლენიანი კონგრესმენი მაიკლ როჯერსი აცხადებს: "ამერიკა ვერ იღებს ყველა სათანადო ინფორმაციას რუსეთისგან, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია საჭიროა ამერიკელი სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ არ ჩადიან ოლიმპიადაზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველი პირები?!...

ყოველივე ამის გათვალისწინებით (თავი რომ დავანებოთ საკითხის პოლიტიკურ, მორალურ და თუნდაც პატრიოტულ ასპექტებს) მე, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვეკითხები ქვეყნის პრემიერს, საქართველოს მთავრობას და ოლიმპიურ კომიტეტს:

ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი სპორტსმენების, დელეგაციის წევრების და ზოგადად ოლიმპიადაზე ჩასული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე?!

თქვენ ბ-ნო პრემიერო?!...

საქართველოს მთავრობა?!

იქნებ ოლიმპიური კომიტეტი?!

ან იქნებ, თვითონ სპორტსმენები და დელეგაციის წევრები აგებენ პასუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე?!

დრო თითქმის აღარ დარჩა.

ოლიმპიადა იწყება.

გაგვცეს ვინმემ პასუხი, ამ სრულიად ლეგიტიმურ და ლოგიკურ კითხვაზე!“, - წერს გოგა ხაჩიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42