რევოლუცია 50 პროცენტით...
მსოფლიო - 23:43, 28 Jan, 2014     1543

28 იანვარი თანამედროვე უკრაინის ისტორიისთვის, შეიძლება უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, თავისი მნიშვნელობით, დღეს მომხდარი მოვლენები, კოკრეტულად კი პრემიერ-მინისტრის აზაროვის გადადგომა და 16 იანვარს მიღებული დიქტატორული კანონების გაუქმება, შესაძლოა პირადპირ შევადაროთ უკრაინის უმაღლესი რადას 2004 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებას, როდესაც პარლამენტმა დაადგინა, ჩაეტარებინა საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ტური.

მაშინაც და ეხლაც, მოსახლეობის მასობივი ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება დათმობებზე წავიდა.

ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მიუხედავად თვალშისაცემი წარმატებებისა, ოპოზიცია არ ჩქრობს გამარჯვების ზეიმს - ჯერ ხომ გაურკვეველია, დაკმაყოფილდებიან თუ არა მიღწეულით ადამიანები ქუჩაში..?

ყველაფერთან ერთად, გასაგებია, რომ იანუკოვიჩმა გარკვეულწილად შეანელა თანამოქალაქეთა რევოლუციური ცეცხლი და წონასწორობაში მოიყვანა ის ნავი, რომელიც შესაძლებელი იყო მთელი მისი გუნდით ჩაძირულიყო.

თუ წინააღმდეგობა უკრაინის ქუჩებსა და ქალაქებში დამშვიდებისკენ წავა, მაშინ შეიძლება ვივადაუდოთ, რომ ,,ბატკივშინას“ ლიდერი არსენ იაცენუკი, რომელსაც პრემიერის პოსტის შეთავაზებაზე ჯერ კიდევ არ გაუცია მკაფიო პასუხი, მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას.

არც ისაა გამორიცხული, ოპოზიცია დაუბრუნდეს 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის მცდელობას, რითაც პრეზიდენტი თმობს ხელისუფლების ნაწილს პარლამენტისა და მთავრობის სასარგებლოდ. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ყველაერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ დაიკავებს აზაროვის თანამდებობას.

ცნობილია ისიც, რომ იანუკოვიჩმა ოპოზიციასთან ბოლო შეხვედრაზე დადო პირობა, ჩამოაყალიბოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ერთ კვირაში. ძნელია თქვა, რამდენად სარწმუნოა, თუმცა ამავე შეხვედრაზევე მას უთქვამს: ,,რა მნიშვნელობა აქვს წავიყვანო აზაროვი და დავნიშნო არბუზოვი, კლიუევი ან ვინმე სხვა? რა სხვაობაა, მთავრობა ხომ იგივა? ეს ხომ იგივე ჯგუფია ადამიანების... ამიტომ, მე გეუბნებით, აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა“.

ამ ყველაფერში გასათვალისწინებელია იულია ტიმოშენკო, რომელიც ხარკოვის კაჩანოვსკის კოლონიიდან 2014 წლის 28 იანვრით დათარიღებულ წერილს აგზავნის - ,,დიდი სიყვარულით, თქვენი იულია“, სადაც ის აღნიშნავს: ,,მართალაი, დღეს მაინდანმა მოიპოვა პირველი გამარჯვება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“.

ამერიკელი სენატორი 16 იანვრის დიქტატორული კანონების გაუქმებას და 28 იანვარს რადას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ ,,ტვიტერით“ გამოეხმაურა, სადაც მან ხაზი გაუსვა -,,ეს კარგია, მაგრამ ეს ცოტაა...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42