კიევში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. დემონსტრაცია რადაში საგანგებო სხდომას ემთხვევა, რომელიც თბილისის დროით 12:00 საათზე იწყება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სესიას ქვეყნის სამი ექსპრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო დაესწრებიან.
უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ კიევში სპეცრაზმის დანაყოფების რაოდენობა გაზარდა.
წუხანდელი მოლაპარაკებების შემდეგ კი ხელისუფლება და ოპოზიცია სამ საკითხზე, აქციების შესახებ კანონის გაუქმებაზე, ამნისტიის კანონსა და საკონსტიტუციო რეფორმაზე შეთანხმება იქნა მიღწეული.
შეხვედრის შემდეგ ვიტალი კლიჩკომ იანუკოვიჩის მთავრობაში რაიმე პარტიის დაკავება კიდევ ერთხელ გამორიცხა. ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






