უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებაზე დათქმით, ამნისტია ძალაში შევა მხოლოდ დაკავებული შენობებისა და გზების გათავისუფლების შემდეგ. მიღებულ იქნა აგრეთვე გადაწყვეტილება 16 იანვრის კანონების გაუქმების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის თემა და შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაზე მუშაობა დაიწყება ერთობლივად და რაც მთავარია, აუცილებელი პირობაა ამ პროცესში ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, დღის წესრიგში შეტანილ იქნას მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. არსენ იაცენუკი ჯერ-ჯერიბით არ დათანხმებულა მთავრობის მეთაურის პოსტს. მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ინფორმაციას სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.
კლიჩკოს პრესმდივანის ინფორმაციით, ტიაგნიბოკმა და იაცენუკამ შეხვედრა ადრე დატოვეს.
როგორც ცნობილია, დღეს გვიან საღამოს გაიმართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი პორტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, ფრაქცია ,,უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო, ფრაქცია ,,ბატკივშინას“ ხელმძღვანელი არსენ იაცენუკი და ფრაქცია ,,თავისუფლების“ ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი.
მასალის გამოყენების პირობები






