კუშტურიცას მოსწონს პუტინი და ვერ გაუგია პოსტსაბჭოთა ერებს რად უნდათ ევროპა
მსოფლიო - 23:15, 27 Jan, 2014     2560

იბადება კითხვა: ვის აქვს ფული? ყველამ იცის, რომ ფული აქვს რუსეთს. მას ხომ აქვს სიმდიდრე ციმბირში, რაც სხვებს არ აქვთ. ნაპოლეონს სურდა მათი დაპყრობა, გიტლერმაც სცადა, მადლენ ოლბრაიტიც კი ამბობდა, რომ უსამართლობაა, როცა ასე ცოტა ხალხი ცხოვრობს ამხელა ტერიტორიაზე...

ამის შესახებ სერბი რეჟისორი რუსულ და უკრაინულ გამოცემებთან ინტერვიუში საუბრობს.

კუშტურიცა, რომელმაც მხოლოდ ბოლო წუთს გადაიფიქრა ანტიქართული ფილმის გადაღება 2008 წლის მოვლენებზე, ამჯერად, უკრაინაში, ევრომაიდანზე განვითარებულ მოვლენებს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს ,, უკრაინა და საქართველო ევროკავშირისაკენ კი არა, რუსეთთან თანამშრომლობისკენ უნდა ისწრაფვოდნენ!“. კუშტურიცა აცხადებსს, რომ ,,უკრაინა უკვე იმდენად დემოკრატიულია, რამდენადაც საჭიროა. მაგრამ ათი წლის შემდეგ, უფრო დემოკრატიულები იქნებით, თუ რუსეთთან დარჩებით, ვიდრე მაშინ, თუ ევროპისგან თავსმოხვეულ დემოკრატიას მიიღებთ", - აღნიშნავს რეჟისორი.

რეჟისორი მიიჩნევს, რომ უკრაინელები რუსები არიან:

„ჩემი აზრით, აქ არაფერია ასარჩევი. თქვენ რუსულად ლაპარაკობთ, რუსული კულტურის ნაწილი ხართ. თქვენი მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. გარკვეულწილად, რუსეთის წარმოშობა კიევს უკავშირდება, ახლა კი ცდილობთ გადაწყვიტოთ, წახვიდეთ ევროპისკენ თუ არა? „ომსა და მშვიდობაში" ერთ-ერთი პერსონაჟი კითხულობს: როდისღა მოვა ნაპოლეონი და გარდაქმნის რუსებს ევროპელებადო? ეს არასოდეს მოხდება. თქვენ უკვე ხართ ევროპაში", - განაცხადა ემირ კუშტურიცამ.

,,მე, რომ რუსი ვყოფილიყავი, ხმას პუტინს მივცემდი. სტაბილური ქვეყანა ბევრად უკეთესია იმ ქვეყანაზე, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებს და ადამიანების გრძნობებით თამაშობს”, – განაცხადა რეჟისორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42