,,როგორც იტყვიან - ,, სისულელეებისა და სიმულაციების გარეშე“, საჭიროა უპირობოდ გადაწყდეს რიგი სკითხებისა:
1. აზაროვის მთავრობის გადაყენება.
2. ქვეყანაში დაპირისპირებების ყველა მოანწილის ამნისტია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
3. უპირობო გაუქმება ყველა დიქტატორული კანონის, რომელიც იქნა მიღებული 16 იანვარს.
4. 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენა და საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა.
არავითარი მოტყუება. არავითარი სიმულაციები...
ამ ოთხი პუნქტის გადაწყვეტა ეს არ არის პოლიტიკოსების ნება და უფლება, ეს არის კატეგორიული მთხოვნა მილიონობით ადამიანის. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მათთან მოლაპარაკება. მხოლოდ ასე შევძლებთ კომპრომისების მიღწევას. გავიმეორებ, ეს არ არის პოლიტიკოსების უფლება - ეს ვალდებულებაა!
თუ ასე არ მოხდება, თავის სიტყვას იტყვის ხალხი და ეს იქნება კრიზისის მოგვარების ის ფორმულა - რაზეც ადამიანები მიიღებენ სრულ უფლებას - ფორმულა ხალხის რისხვის და გადამწყვეტი ხმა ქუჩის პროტესტის.
ეს არ არის მუქარა და არც გადაჭარბება - ეს ნათელი ფაქტია დღევანდელი მომენტისთვის. წამზომი ჩართულია და თუ თქვენ გაქვთ გონიერება, ბატონებო ხელისუფლებაში, იფიქრეთ! და მერე არ თქვათ, რომ თქვენ ეს არ გესმოდათ“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






