უკრაინის იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში მოუწოდებს მომიტინგეებს დატოვონ იუსტიციის სამინისტროს შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საგანგებო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით ელენა ლუკაში ვიქტორ იანუკოვიჩს მოსთხოვს, უარი თქვას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე.
სამოქალაქო მოძრაობა Спильна Справа-ს აქტივისტები იუსტიიის შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათ შენობის დატოვების მოთხოვნაზე უარი უთხრეს ოპოზიციის ლიდერ ვიტალი კლუჩკოსაც.
"შევეცადე, მათთან მოლაპარაკებების გამართვა. სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს შენობის დატოვებაზე. კიდევ ერთხელ შევეცდებით დავარწმუნოთ მათი ხელმძღვანელები, რომ შენობა დატოვონ", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
სამოქალაქო მოძრაობა Спильна Справа-ს აქტივისტებმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შენობა წუხელ გვიან ღამით დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






