არიან დაზარალებულები ჟურნალისტებს შორისაც. ტელევიზიის თანამშრომლებმა, მათ შორის ოპერატრომაც მიიღო ტრამვები. დამტვრეულია კამერა.
,,ტიტუშკები“ ტრამვატული იარაღიდან პირდაპირ ხალხში ისვრიან. დაპირისპირება ,,ტიტუშკებსა“ და მოსახლეობას შორის პერიოდულად ახლდება მილიციის თანამშრომლების თვალწინ.
სწორედ რომ ,,ტიტუშკებმა“ მოახდინეს მომტინგეების მხრიდან აქტიური მოქმედების პროვოცირება. მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობის ღობე გაარღვიეს, გამოვიდა გუბერნატორის მოადგილე ანატოლი კრუპსკი და დაჰპირდა ოპოზიციონრებს, რომ ,,ტიტუშკებს“ იქიდან მოაშორებენ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება კვლავ იყენებს ,,ტიტუშკებს“ მომიტინგეების წინააღმდეგ.
ისინი არ ინდობენ არავის, მათ შორის ქალებს. ძალიან ბევრი მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაშია.
არიან დაჭრილები, რომლებიც სასწარფო დახმარების მანქანებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ამასობაში, ასეულობით მილიციელი არანაირ რეაგირებას არ ახდენს და უფრო მეტიც, ისინი დემონსტრანტებს წყლის ჭავლს ასხამენ, რითაც ხელს უწყობენ ,,ტიტუშკებს“.
მილიციის მიერ დაპატიმრებულია ევრომაიდანის რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც სამართალდამცავებთან მოლაპარაკებას მართავდნენ.
უახლესი ინფორმაციით, ხელისუფლება სატვირთო მანქანებით დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან თოვლს ეზიდება, რათა აღმართოს ბარიკადები მომიტინგეებისგან თავის დასაცავად.



უკრაინული ,,ტიტუშკების“ განმარტებისთვის:
უკრაინაში „ტიტუშკებს“ უწოდებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხელისუფლება ოპოზიციონერების დასარბევად იყენებს. ეს სიტყვა მოხმარებაში 2013 წლის მაისში შემოვიდა, მას შემდეგ, რაც გარკვეული პირები „ვსტავაი უკრაინას“ აქტივისტებს არბევდნენ. შემდგომ დადასტურდა, რომ ისინი „რეგიონების პარტიამ“ დაიქირავა. თანამედროვე უკრაინული ენის ონლაინ-ლექსიკონში ვკითხულობთ, რომ ტიტუშკები არიან „სპორტული გარეგნობის ახალგაზრდები, რომლებიც მოქალაქეთა ზედმეტი აქტივობის ადგილას ჩნდებიან საიმისოდ, რათა ეს აქტივობა ჩააცხრონ“. ამასთანავე დამტკიცებულია, რომ ისინი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით მოქმედებენ. ტიტუშკებს იყენებენ იქ, სადაც სამართალდამცველებს არ აქვთ ძალის გამოყენების კანონიერი უფლება.
სიტყვა ,,ტიტუშკი“ სპორტსმენ ვადიმ ტიტუშკოს უკავშირდება, რომელიც 2013 წლის 18 მაისს მონაწილეობდა ჩხუბში ოპოზიციონერებთან და გალახა ჟურნალისტები ოლგა სნიცარჩუკი და ვლადისლავ სოდელი. თავდასხმა ფოტოკორესპონდენტმა აღბეჭდა. შედეგად ტიტუშკოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა...
სპორტსმენის ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, სიტყვა „ტიტუშკები“ ენაში დამკვიდრდა. ლინგვისტების მტკიცებით, მისი აქტიური გამოყენების ფონზე არ არის გამორიცხული, რომ იგი უკრაინული ენის აკადემიურ ლექსიკონშიც შეიტანონ.
მასალის გამოყენების პირობები






