,,Südeutsche Zeitung“ - ევროპის მომავალს უკრაინულ თოვლზე დაღვრილი სისხლი განსაზღვრავს
მსოფლიო - 16:38, 26 Jan, 2014     2361

,,თუმცა კიევის მოვლენები ევროკავშირს აყენებს მათთვის არაკომფორტული ფაქტის წინაშე: ევროპის მომავალს განსაზღვრავს არა მხოლოდ ,,წითელი ციფრები“, არამედ სისხლი -დაღვრილი უკრაინულ თოვლზე.

ევროპელებმა უკრაინასთან ჩაფლავებულ მოლაპარაკებებში უნდა გაითავისონ თავიანთი წილი პასუხსიმგებლობა და ამით ისინი თავიანთ თავს დაეხმარებიან, რადგან ,,ბუნტი“ კიევში ევროკავშირის მთავარ საფუძვლებს ეხება“ - ამტკიცებს ავტორი.

გერმანელი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ „ევროპელების მთავარი შეცდომა მდგომარეობს არამხოლოდ იმაში, რომ მათ ვერ მოახერხეს ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა, არამედ იმაში, რომ ისინი ,,წამოეგენ“ იანუკოვიჩის თამაშს ,მისი ევროპისადმი კეთილგანწყობის კუთხით, და არ გაითვალისწინეს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის რეალური მიზანი - ჩაეშალა შეთანხმების ხელმოწერა.

,,ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაციის საშინლად დაძაბვის მთავარი დამნაშავეები უკრაინის ფარგლებს გარეთ უნდა ვეძებოთ“, - დასძენს ბრესლერი. დამნაშავეები პირველ რიგში არიან ,,კორუმპირებული პრეზიდენტი, რომელიც პირადი მოგების საფასურად მზად არის ქვეყანას თავს დაატეხოს ნებისმიერი ზარალი, ამასთან ერთად არ მოერიდოს დაუნდობელ ძალადობას“, და ,,ოპოზიცია, რომელსაც აერთიანებს, როგორც სჩანს, მხოლოდ ერთი - რადიკალიზმი“.

,,სწორედ ამიტომ, ვითარება გამოიყურება ასე უიმედოდ, ევროპელები ვალდებულნი არიან სცადონ და გამოიყენონ გავლენის ყველა შესაძლო მეთოდი“, - მიიჩნევს კორესპონდენტი. ის თვლის, რომ მიზანშეწონილია, საფრანგეთი, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, სადაც მკვეთრად დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, და თან ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და უშუალოდ კიევში.

გარდა ამისა, ბრესლერი ევროკავშირს მოუწოდებს, შემოღებული იქნას ეკონომიკური სანქციები იანუკოვიჩისა და მისი გუნდის წინააღმდეგ“: უკრაინის შემთხვევაში ეს ტაქტიკა შესაძლოა გამოდგეს ბევრად უფრო შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ეს ბელორუსიის შემთხვევაში იყო, რამდენადაც არც ისე მაყარია იანუკოვიჩის ძალაუფლება, როგორც ალექსანდრე ლუკაშენკოსი, და მეორე, იანუკოვიჩის მხარდამჭერი ოლიგარქები მანამ სანამ მიიღებენ რაიმე გადაწყვეტილებას, ჯერ შეხედავენ თუ რა დაუჯდებათ ეს მათ“.

,,კიევის კრიზისში ევროკავშირს გაუჭირდება მოძებნოს მარტივი გადაწყვეტილებები. მაგრამ თუ მას სურს, საბოლოოდ არ დამარხოს საკუთარი რეპუტაცია, მას მოუწევს არ დაყაროს უკრაინელები ბედის ანაბარა და არც მიატოვოს ისინი რუსეთის ხელში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42