„ვფიქრობ, სანამ ტერორისტის სიკვდილის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ მოვიპოვებთ, სპეცსამსახურებს ის ცოცხლების სიაში უნდა ჰყავდეთ,“-აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელმაც გასულ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უმაროვის სიკვდილში დარწმუნებულია. კადიროვი ირწმუნებოდა, რომ ჩეჩენი საველე მეთაურის დაღუპვის შესახებ უტყუარი მტკიცებულება- სატელეფონო ჩანაწერი- ჰქონდა, სადაც ტერორისტები ადასტურებენ, რომ უმაროვი ცოცხლების სიაში აღარ წერია. მანამდე დოკუ უმაროვი დაღუპულად 7-ჯერ გამოაცხადეს, თუმცა როგორც ირკვევა, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ამბოხებულთა ლიდერის დაღუპვის დამადასტურებელი მტკიცებულება დღესაც არ გააჩნია.
უმაროვის ბედი არამხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას, არამედ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც აღელვებთ, რადგანაც რუსეთში ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული ჩეჩენი საველე მეთაური სოჭის მოახლოებული ოლიმპიადისთვის მთავარ საფრთხედ განიხილება. 2013 წელს ინტერნეტ-სივრცეში უმაროვის მოწოდება გავრცელდა, რომელშიც ის თანამებრძოლებს ოლიმპიადის ჩაშლისკენ მოუწოდებს. სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტების მოწყობის მოწოდებით გამოვიდა ერაყული რადიკალური დაჯგუფება „ანსარ ალ სუნაც.“ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მუქარის წერილები ტერორისტებისგან გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, გერმანიისა და სლოვენიის ოლიმპიურმა კომიტეტებმაც მიიღეს. მიუხედავად არსებული საფრთხისა, მედვედევი აცხადებს, რომ სპორტსმენების უსაფრთხოება სოჭის ოლიმპიადაზე უმაღლეს დონეზე იქნება დაცული. „გულახდილად მინდა გითხრათ, რომ ტერაქტების საფრთხე სოჭის ოლიმპიადაზე ისეთივეა, როგორც სხვა ქვეყნებში იქნებოდა. ჩვენ გვახსოვს ის ტრაგიკული მოვლენები, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც ჰქონდა ადგილი სპორტულ ღონისძიებებზე,“-აცხადებს მედვედევი. მისივე თქმით, ტერაქტების სპეციფიკა, რომელიც რუსეთისთვისაა დამახასიათებელი, ოლიმპიადისთვის მზადების ყველა ეტაპზე იყო გათვალისწინებული, მათ შორის, სპორტული ობიექტების მშენებლობისას.
მასალის გამოყენების პირობები






