ამის შესახებ პარტია "უდარის" ლიდერის ვიტალი კლიჩკოს ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
"მე მივმართავ ყველას, ვონც უნდა დაიცვას ქვეყანაში მართლწესრიგი, კანონები და კონსტიტუცია, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. მე მივმართავ მილიციას, შინაგან ჯარებს, სპეცდანიშნულების რაზმებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს, თქვენზე დღეს ბევრი რამეა დამოკიდებული, მოახერხებთ თუ არა პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ქვეყანაში, შეაჩერებთ თუ არა რეპრესიებს, ძალადობასა და ტერორს, რომელიც ხელისუფლებამ გააჩაღა და იქცევა ისე, თითქოს არც არაფერი არ ხდემა," - ნათქვამია კლიჩკოს ვიდეომიმართვაში
ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ვალია ვალია დაიცვას ხალხი და არა რეჟიმი.
"დღეს თქვენ გაიძულებენ დაიცვათ რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც ხალხი აჯანყდა. არ შეასრულოთ დანაშაულებრიცი ბრძანებები, არ მიიღოთ უსამართლო და კანიონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, ნუ მიიღებთ მონაწილეობას უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში. თქვენი ვალია დაიცვათ ხალხი," - მოუწოდა რადის დეპუტატმა.
"ისინი, ვისაც გააჩნია პროფესიული ღირსება და პატივი, გამბედაობა და სინდისი, დადგეს ხალხის მხარეზე და გააკეთოს ეს. მათ ექნებათ გარანტიები და დარჩება სამსახურში," - აცხადებს კლიჩკო.
მასალის გამოყენების პირობები






