უკრაინელებს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურთ, ისე როგორც ევროპის ხალხები ცხოვრობენ. და ეს არა ოპოზიციის, არამედ ხალხის მოთხოვნაა, რომელიც უნდა შესრულდეს.
თუ ხელისუფლება უსამართლოდ იქცევა, მაშინ ეკლესიას არ შეუძლია მისი მხარე დაიჭიროს, განაცხადა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა გასცეც ადამიანების მოკვლის ბრძანება და აღარც ხალხის მხრიდან იქნება შესაბამისი პასუხი, ვინაიდან აღარ იქნება საკუთარი სიცოცხლის დაცვის აუცილებლობა.
„რატომ არ იშლება ხალხი? იმიტომ, რომ ხალხმა ვერ მიღწია მიზანს. ხოლო რა მიზანი აქვს ხალხს? მიზანი - არა ხელისუფლების შეტევაა, არამედ ევროპის კავშირში ასოცირებულ წევრად შესვლაა. აი უკრაინის მიზანი“, - თქვა ფილარეტმა.
როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ხალხმა უკვე სიკვდილის შიში გადალახა. „მათ უკვე სიკვდილის, ტყვიების აღარ ეშინიათ. მძად არიან სიცოცხლის დასათმობად. ეს ხალხი უკვე დაუმარცხებელია. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდობისა და თანხმობისაკენ, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ სამართლიანობისაკენ, რომ ხალხი არ უნდა მოატყუო“.
„თუ ჩვენ შევდივართ ევროპაში, მაშინ არ შევალთ საბაჟო კავშირში, რუსეთი როგორც ზემოქმედების ფაქტორი მოცილდება. უკრაინა შეინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. თუ რუსეთს შევუერთდებით - ჩვენ დამოკიდებული გავხდებით. ხოლო თუ ევროპას შევუერთდებით - ჩვენ თავისუფალ სახელმწიფოებს შევუერთდებით. და ასე შევინარჩუნებთ საკუთარ სახელმწიფოებრიობას. ჩვენც გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, ისე როგორც ევროპის ერები ცხოვრობენ“, - განაცხადა პატრიარქმა.
ფილარეტმა იესოს სიტყვა გაიხსენა: „ვინც ხმალი აიღო - ის ხმლისგანვე დაიღუპება“. „დიახ, ძალის გამოყენება მაიდანსაც შეუძლია, მაგრამ მას საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტა სურს. ხოლო კვლა „ბერკუტის“ მხრიდან დაიწყო, ხომ მართალია? მაშინ ძალადობაზე ძალადობიტ პასუხობენ. და თავს იცავენ. რისთვიოს დგას ბარიკადები? იმისათვის, რომ თავი დაიცვან. ვისგან? „ბერკუტისაგან“. იმიტომ, რომ „ბერკუტმავე“ სცემა სტუდენტებს. „ბერკუტი“ ჟურნალისტებს ესროდა. ამიტომ ძალადობის შეწყვეტა - ეს პირველი პირობაა. ძალადობა ორივე მხრიდან - სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც და მაიდანის მხრიდანაც, რათა არ იღვრებოდეს სისხლი. ხოლო შემდეგ უნდა შესრულდეს ის პირობები, რომელსაც არა ოპოზიცია, არამედ ხალხი აყენებს. რადგან ხალხმა შეიძლება ოპოზიციასაც ვერ გაუგოს, თუ ის მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. ამიტომ საჭიროა ხალხის მოსმენა, არამარტო მათი, ვინც მადანზე დგას. საჭიროა მთელი უკრაინელი ხალხის ნების მოსმენა“, - ხაზი გაუსვა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






