ლომჯარია - მმართველი ძალის ლიდერის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია არ შემიძლია კონკურენტად განვიხილო
სოც.მედია - 17:28, 24 Jan, 2014     1608
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების თემას გამოეხმაურა. "მივესალმები იმას, თუკი მართლაც ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდება, ვინაიდან მიმაჩნია რომ სამოქალაქო სექტორი ეს ისეთი სფეროა, სადაც მუდმივი სიახლეები და ცვლილებები მხოლოდ პოზიტივის მომტანია! თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი რა იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულება, მისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, გამიჭირდება შეფასებების გაკეთება, რამდენად შეძლებს აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, ასევე, მექნებოდა კითხვები, როგორ შეძლებს გააძლიეროს სამოქალაქო სექტორი (რომელიც თავისი არსით ხელისუფლების ჯანსაღი ოპონირების მიზნით არსებობს) ორგანიზაციამ, რომლის დამფუძნებელიც მმართველ პოლიტიკურ ძალაში დღემდე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა ამ ორგანიზაციას ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციების კონკურენტად, ვუპასუხებდი, რომ ცალსახად არა. ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი მისი არაპარტიულობა და ყველა პოლიტიკური ძალისგან სრული დისტანცირებაა, ჩვენი საქმიანობის მიზანი ისაა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ჯანსაღი და კვალიფიციური ოპონირება გავუწიოთ, ვისაუბროთ პრობლემებზე, მეორეს მხრივ, დავეხმაროთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. ამიტომ, ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრისა და მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერის მიერ ფუძნდება, არ შემიძლია ჩვენ კონკურენტად განვიხილო. რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციას და მასთანაც, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციასთან, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე!"- წერს ლომჯარია სოცილურ ქსელში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42