რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრებმა ოპერატიულ სხდომაზე უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 იანვარს, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრებთან ერთად ოპერატიული სხდომა გამართა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. მონაწილეებმა ასევე აზრი გამოთქვეს უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე“, -იუწყება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
„ამასთან ერთად განიხილეს სირიის საქმე და სოჭის ოლიმპიადის საკითხები“, -დასძინა პესკოვმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, კრემლის ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ივანოვმა, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებმა, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და სერგეი ლავროვმა, „ფსბ“-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა და სხვებმა.
მასალის გამოყენების პირობები






