სუმსკისა და ჩერნოვეცის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობებში დემონსტრანტები შეიჭრნენ.
უკრაინაში, ჩერნოვციში საოლქო ადმინისტრაციის შენობას შეუტიეს. შენობასთან დაახლოებით 500 ადამიანია. ისინი სკანდირებენ - „ეს ჩვენი შენობაა!“.
ცენტრალური კარები დაკეტეს. ჟურნალისტები და დეპუტატები გვერდითი შესასვლელიდან შეღწევას ცდილობდნენ, მაგრამ მომიტინგეებმა იქიდანაც არავინ შეუშვეს.
მომიტინგეთა შორის ძირითადად მამაკაცები და ახალგაზრდები არიან. ისინი შენიღბულნი არიან. შეამტვრიეს კარები და ფანჯრები. ჰოლში დაახლოებით 100 სპეცრაზმელია. მომიტინგეები ცდილობენ მათ დამცავი ფარები წაართვან. მილიცია ცრემლსადენ გაზს იყენებს.
ასევე, მომიტინგეები შევარდნენ სუმსკის ოლქის საბჭოს სხდომაზე. ისინი სკანდირებენ: „გაუმარჯოს უკრაინას!“, „მილიცია ხალხთან!“.
დეპუტატები ხალხს აწყნარებენ. „ტიტუშკები“ პროვოკაციის გამოწვევას ცდილობენ.
censor.net.ua
მასალის გამოყენების პირობები






