კლიჩკო - მაშინებს ის, რომ შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს
მსოფლიო - 09:24, 24 Jan, 2014     2175
უკრაინის ხელისუფლებასთან გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"ახლახანს დავბრუნდით პრეზიდენტის რეზიდენციიდან და დღევანდელი შედეგები ალბათ ბევრს იმედს გაუცრუებს. ჩვენ მრავალი საკითხი წამოვწიეთ, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. იანუკოვიჩს გადადგომა არ სურს, არც მთავრობის გადაყენება უნდა. დღეს ვდგავარ ამ სცენაზე, რათა არ იყოს სისხლისღვრა და ხალხი არ დაიღუპოს. ვიცით, რომ დღეს 30-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ახალგაზრდები, რომლებიც დაჭრილები არიან, საავადმყოფოებიდან გაჰყავთ და იზოლატორებში ათავსებენ. დღევანდელ მოლაპარაკებაზე მხოლოდ მცირედის მიღწევა მოვახერხეთ, ისინი მზად არიან დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლონ და შეწყვიტონ ზეწოლა. რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ ეს ერთადერთია, რაზეც ის დაგვთანხმდა. ეს საუბარი უშედეგო გამოდგა. რა თქმა უნდა, უაზროა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ადამიანთან დაჯდომა, ვისაც წინასწარ სურს შენი მოტყუება. მე გუშინ გამოვაცხადე წინააღმდეგობა, რომლის ფარგლებშიც ხალხი არ უნდა შეეგუოს ამ მთავრობას. ისინი ჩვენ შეშინებას ცდილობენ. ამის მცდელობა ჰქონდათ მოლაპარაკებების დროსაც. ცდილობდნენ შევეშინებინეთ, რამდენს მოგვისჯიდნენ თითოეულს, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ. ერთადერთი, რაზეც ვდარდობ და რაც ძალიან მაშინებს, არის ის, რომ შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს. დიახ, მეშინია პასუხის გაცემა მშობლებისთვის, თუ რატომ დაიღუპნენ მათი შვილები. რომ არ ყოფილიყო მაიდანი, არ იქნებოდა თავისუფლება. დღეს რამდენიმე ქალაქია, ხვალ უფრო მეტი იქნება. გავაფართოვებთ მაიდნის ტერიტორიას სანამ ეს ხალხი პასუხს არ აგებს. ვრჩები მაიდანზე. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მთელი უკრაინის გაერთიანება და საერთო დაუმორჩილებლობა. ჩვენ შეგვიძლია სისხლისღვრის გარეშე შევცვალოთ ხელისუფლება. ვიცი გამაკრიტიკებენ და უამრავი აზრი იქნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მზად ვარ შევწირო ჩემი სახელი და რეპუტაცია, დავთმო ყველაფერი, რათა ვიცხოვრო თავისუფალ ქვეყანაში თქვენთან ერთად“,- განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42