როგორ ომბუდსმენ ვალერი ლუტკოვსკოისადმი იულია ტიმოშენკოს საჯარო მიმართვაშია ნათქვამი, ექსპრემიერმა და ოპოზიციის ლიდერმა, რომელსაც უკრაინაში იანუკოვიჩის პირად პატიმარს უწოდებენ, დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც თხოვნით მიმართავს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უფლებამოსილ პირს ან მის წარმომადგენლეს, 24 იანვარს 17:00 საათზე მივიდნენ ,,უკრზალიზნიცის“ საავადმყოფოში, რათა უზრუნველყოს მისი უფლება, მიიღოს მონაწილეობა სასამართლოს სხდომაში.
დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიმოშენკოს მოსამართლემ (უკრაინის საერთო ენერგეტიკული სისტემების საქმეში) კონსტანტინ სადოვსკი მოულოდნელად ავად გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს იულია ტიმოშენკოს ადვოკატი სერგეი ვლასენკო. ის ინფრომაციას მოსმართლის ავადმყოფობის შესახებ უკავშირებს ტიმოშენკოს დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ექსპრემიერი ითხოვდა მისი სასამართლოზე დასწრების უზრუნველოფას.
მასალის გამოყენების პირობები






