10 აკრძალვა, რომელსაც საუდის არაბეთში ქალები ემორჩილებიან
მსოფლიო - 21:25, 23 Jan, 2014     20103

საუდის არაბეთის ხსენებაზე მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელს ჩადრი, ქალთა უუფლებობა და სიმდიდრე ერთროულად ახსენდება. შესაბამისად, ასე თუ ისე ყველამ იცის იქ არსებული უცნაური და მკაცრი კანონების შესახებ. დღევანდელ პოსტში ჩვენ შევეცდებით, ქალთა უფლებებს გავცდეთ და სხვა ისეთი საკითხის შესახებ მოგითხროთ, რომელიც არაბეთში უცნაური მიზეზების გამო იკრძალება.

1. არაბეთში დაუოჯახებენ ქალებსა და მამაკაცებს ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნა ეკრძალებათ. ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორებიცაა რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, კაფე და ა.შ. ორივე სქესის ერთად ყოფნა მათ ნათესაურ კავშირზე მიუთითებს.

2. საუდის არაბეთში კატისა და ძაღლის გაყიდვაც იკრძალება. განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდება შინაური ცხოველების სეირნობა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პუბლიკაში მათი გამოყვანა ხელს უწყობს მორალური უზნეობის ჩამოყალიბებას. ძაღლების სეირნობისას ხომ მარტოხელა ქალებისა და მამაკაცების შეხვედრის ალბათობა დიდია?!

3. 2000 წლის სექტემბერში საუდის არაბეთში ფოტოკამერიანი ტელეფონების გაყიდვაც აიკრძალა. ამის მიზეზად ისლამის გზის გადახვევის ალბათობა სახელდება.

4. ფილმის ყურების ერთადერთი გზა კი ბაჰრეინში მოკლე მოგზაურობსი დაგეგმვაა. ბაჰრეინის კინოთეატრში ქალისა და მამაკაცის შეხვედრა ნებადართულია.

5. 45 წლამდე ქალბატონს სამოგზაუროდ წასასვლელად მეუღლის ან მამის ნებართვა სჭირდება. არაბეთის ხელისუფლება ქალის მიმართ იმდენ ნდობას არ ამჟღავნებს, რომ მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

6. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ქუჩაში თავიანთი ღმერთის თაყვანისცემის, რელიგიური ნივთების ტარებისა და ჯვრით სიარულის უფლება არ აქვთ. თავად არაბებს კი სხვა რელიგიაზე გადასვლა სიკვდილის ფასად უჯდებათ. თუკი რომელიმე ,,სულელ“ არაბს ისლამის უკუგდება მოუვა აზრად, ფაქტობრივად, ის საკუთარ სიკვდილზე აწერს ხელს.

7. ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების ფონზე, არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ არაბ ქალებს სპორტით დაკავების არანაირი უფლება არ აქვთ. არც სკოლის მოსწავლე გოგონები შედიან სპორტდარბაზში.

8. მთელი მსოფლიოს ქალბატონები რომ მანქანას მართავენ, ეს ფაქტი არაბი ქალებისთვის შესაშური და აკრძალულია. მათ არ აქვთ უფლება, გავიდნენ სახლიდან მაშინ, როდესაც მოესურვებათ, ატარონ მანქანა და დაკადნენ სასურველი საქმიანობით.

9. კითხვაზე ,,რა არის თქვენი ჰობი“ ადამიანების უმრავლესობა ჩამონათვალში მუსიკის მოსმენას ამბობს, თუმცა არაბი ქალებისთვის ეს სიამოვნებაც აკრძალულია. უზარმაზარი მოლებსი არსებობის მიუხედავად, საზოგადოებრივ ადგილებში მუსიკა არსად ჟღერს. ერთადერთი დასაშვები სფერო ფორტეპიანოს ინდივიდუალური გაკვეთილებია.

10. 14 თებერვალს თუ მთელი მსოფლიო სიხარულით აღნიშნავს, საუდის არაბეთში ვალენტინობა მკაცრად კონტროლდება. 14-ში აკრძალულია ყველაფერი, რაც წითელ ფერს უკავშირდება. მაღაზიები ვერ ყიდიან წითელ ყვავილებს, ადამიანები ვერ ატარებენ წითელ შარფს, წითელ მანიკურს და ა.შ. გამოდის, რომ 14 თებერვალი არაბეთში ანტივალენტინობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42