ინფორმაციას,,ბატკიშინას“ პრესსამსახური ავრცელებს.
,,ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიული წყობილებისა და კონსტიტუციის მე-7-ე მუხლში გათვალსიწინებული მოქალაქეთა უფლებების აღდგენის მიზნით, უკრაინის სახალხო რადა ადგენს:
ადგილობრივ თვითმმართველობებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შექმნან ადგილობრივი სახალხო წარმომადგენლობები უკრაინაში სახალხო მმართველობის უზრუნველყოფისა და საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის, რომელიც გარანტირებულია უკრაინის კონსტიტუციის მე-5-ე მუხლით, ასევე საერთო უკრაინული სახალხო კენჭისყრის ჩატარება საკითხებზე:
უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისთვის უნდობლობის გამოცხადება და მისი გადაყენება კონსტიტუციური მეთოდებით, უნდობლობის გამოცხადება იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც 16 იანვარს მხარი დაუჭირეს ე.წ. ,,დიქტატურის კანონებს“.
ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის, ტოტალიტარიზმის დამყარებისთვის ხელის შეშლის, 2004 წლის უკრაინის კონსტიტუციის დასაბრუნებლად, რომელიც 16 იანვარს არაკონსტიტუციურად და უკანონოდ იქნა გაუქმებული, და კიევის ქალაქის საბჭოს დეპუტატების ასარჩევად სახალხო რადა ადგენს:
პირველი: შეიქმნას სახალხო საარჩევნო კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა შემდეგი პერსონებით: ოლეგ გელევეი, იაროსლავ გინკა, გენადი ზუბკო, ალექსანდრა კუჟელი, ირინა კუპრეიჩიკი, ანდრეი პავლოვსკი, ვიტალი ჩუგუნიკოვი, იგორ შილო.
მეორე: ადგილობრივმა სახალხო წარმომადგენლობებმა მიიღონ გადაწყვეტილება, შესაბამისი ადგილობრივი სახალხო საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ“, - ნათქვამია სახალხო რადას გადაწყვეტილებაში.
მასალის გამოყენების პირობები






