მატვეი განაპოლსკი: "იანუკოვიჩი უყურებს რუსეთს... უკრაინა რუსეთი არაა"
მსოფლიო - 18:45, 22 Jan, 2014     3184
გთავაზობთ ცნობილი რუსი ჟურნალისტის, მატვეი განაპოლსკის შეფასებებს უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომელიც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა.

"მე კიევში ვიმყოფები. ცხადია, ახლა მთელი უკრაინის, რუსეთისა და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყურადღებაც კიევისკენაა მიპყრობილი.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იანუკოვიჩის გადადგომაა, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე შეხვედრაზე ამის შესახებ საუბარი არ იქნება. საუბარია მოთხოვნათა მეორე ტალღაზე, იმ დრაკონული კანონების გაუქმებაზე, რომელიც 16 იანვარს მიიღეს და რომელთა თანახმადაც ფაქტიურად, ქუჩაში ყველა პოლიტიკურ აქტიურობაზე შეიძლება 5-15 წლით ჩაჯდე ციხეში.

ანალოგიისათვის, თბილისში, რუსთაველზე, ფეხით 20 კაცით რომ გაიაროთ და რაღაც მოთხოვნები დააყენოთ, ამ კანონების თანახმად, ამას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაგითვლიან და 15 წელს მოგისჯიან.


არსებობს მოთხოვნათა სხვა ტალღებიც, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ავღნიშნო: რადგან არ არებობს ერთიანი ოპოზიციური ლიდერი, არ არსებობს ერთიანი მოთხოვნებიც, შესძლებს კი მოთხოვნათა საბოლოო ფორმულირებას ოპოზიცია? ამას მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი გვაჩვენებს.


თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ვითარება კვლავ იგივე დარჩება - მაიდანი დაიცავს თავს, ხოლო ხელისუფლება დაძრავს "ბერკუტს". ეს უკვე იყო, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსვლაა საჭირო, ეს ესმის ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.


ჩემი აზრით, ახლა საჭიროა ჩამოყალიბდეს ერთიანი მოთხოვნები, ხოლო იანუკოვიჩმა, როგორც ერის მამამ (შეიძლება მას ასეც ვუწოდოთ), უნდა გაითვალისწინოს ისინი და გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ფაქტია - რადგან უკვე გაჩნდა მსხვერპლი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

უკრაინა რუსეთი არაა და მას ევროპის გარეშე არსებობა არ შეუძლია. საუბარია სანქციებზე და თუ ეს სანქციები დაწესდა, იანუკოვიჩი მეზობელ პოლონეთშიც ვერ წავა. უკვე საუბარია გარკვეულ თანამდებობის პირთა ევროპაში შესვლის აკრძალვაზე, ჯერ გვარები არ სახელდება, მაგრამ ალბათ საუბარია იმათზე, ვინც დარბევების ორგანიზატიორია.


ამასთან, უკრაინა არაა რუსეთი და აქ ასეთი სისხლიანი დარბევებისა და ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ძალიან მწვავე იქნება დასავლეთის რეაქცია.

დასავლეთის კრიტიკა ისმის, მაგრამ ის ვერაფერს ცვლის. ეს ერთი. ამ პროცესებში რუსეთის გავლენა თუნდაც იმით ჩანს, რომ ეს ავადსახსენებელი კანონები რუსული კალკია. რუსეთმა პირდაპირ თუ არა ირიბად საშინელი როლი ითამაშა ამ პროცესებში. იანუკოვოჩი უყურებს რუსეთს, იმ მეთოდებს და ხერხებს იყენებს, რომელმაც რუსეთში კარგი შედეგები მისცა ხელისუფლებას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უკრაინელი ხალხი სხვაა.


რუსეთში ხალხი დაიშლებოდა, აქ, როგორც ხედავთ, პირიქით - იმატებს. სიტუაცია ჩიხურია და საგანგაშო. თუმცა, ერთიც ცხადია - ეს ყველაფერი ხდება რაღაც 100 მეტრის რადიუსის ფართობზე. ამ წრის გაღმა მოძრაობენ მანქანები, მშვიდად დადიან ქუჩაში ადამიანები. მუშაობს რესტორნები. საქართველოსგან განსხვავებით, აქ საზოგადოების სხვადასხვა ფენა სხვადასხვა ზომით არის პოლიტიზირებული. პროვინცია ხომ საერთოდ მშვიდად ცხივრობს.

ასე რომ ვნახოთ."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42