ლეფორი სერიოზულად არ გვიყურებს, რაც ჩვენი ჩინოვნიკების დამსახურებაა - თორნიკე შარაშენიძე
სოც.მედია - 17:05, 22 Jan, 2014     2697

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის ფილიპ ლეფორის განცხადებას ეხმაურება. შარაშენიძე აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ფილიპ ლეფორის განცხადებაზე ბევრი ყიყინი ატყდა, მაგრამ მოდით ერთი ცოტა საღი თვალით შევხედოთ ყველაფერს: დარწმუნებული ვარ ლეფორის განცხადება რეგნუმმა ცოტათი შეცვალა (აბა ისე რის რეგნუმია), მაგრამ ალბათ მხოლოდ ცოტათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეფორი ბოლომდე სერიოზულად არ გვიყურებს, რაც ჩვენი ჩინოვნიკების (როგორც ყოფილი, ასევე ახალი ხელისუფლების სამსახურში მყოფების) დამსახურება უნდა იყოს.

მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა ისაა (და ეს ლეფორს სცდება), რომ ჩვენს საზოგადოებას ბოლომდე ვერ გაუაზრებია ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობა და ყველაფერს კრემლს აბრალებს. ეს გააზრება მანამდე არ მოხდება, სანამ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველს ყველაზე მაღლა დავაყენებთ, ეთნიკურად არაქართველებს კი მეორეხარისხოვნებად ჩავთვლით; სანამ ისტერიკებს ავტეხავთ მავან ეთნიკურ სომეხსა თუ ოსზე რომლებიც ქართულად გადაიკეთებენ გვარს - ეგენი ხომ მაინც სომხები და ოსები არიან და როგორ გაბედეს ქართველებად რომ ასაღებენ თავსო. სწორედ ამნაირმა დამოკიდებულებამ გააჩინა ოსებისა და აფხაზების პრობლემა, კრემლის როლი კი ამ ეტაპზე შეიძლება მართლაც გადამწყვეტია, მაგრამ 80-იანების ბოლოს (როცა ეს პრობლემა გაჩნდა) მეორეხარისხოვანი იყო. მცირერიცხოვანი ერი ვართ და უნდა გვიხაროდეს ვინმეს გაქართველება თუ უნდა. არც შერეული ქორწინებებია ცუდი - პირიქით ეგეთი რამეები გენებს ანახლებს და აჯანსაღებს.

ჩვენს ამ დამოკიდებულებას ალბათ ბევრი ხვდება და ამიტომაც არ გვიყურებს სერიოზულად. არ ვიცი ლეფორი ამას მიხვდა თუ არა და მართალი გითხრათ, ეგ არც მაინტერესებს, ეგ კაცი ისევ და ისევ მაინც ჩვენი ჩინოვნიკების პრობლემა მგონია“, - წერს შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42