უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში დაიწყო ოპოზიციის ლიდერების, ვიტალი კლიჩკოს, არსენი იაცენიუკისა და ოლეგ ტიაგნიბოკის შეხვედრა იანუკოვიჩთან. შეხვედრაში მონაწილეობენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში.
"ოპოზიციის ლიდერები წავიდნენ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე, რათა მან გაიგოს თუ რა სამყაროში ცხოვრობს. ახლა ბეტეერები მაიდანს უახლოვდებიან, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სპეცრაზმელი. მიმდინარეობს მცირე შეტაკებები გრუშევსკის ქუჩაზე, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ქალები და ბავშვები გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას და მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ გამოვიდეს დღეს მაიდანზე," - აცხადებს პარტია "უდარის" პრესმდივანი კრისტინა რავალიუკი "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.
იგი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვს.
"ისინი მუდმივად ესვრიან ხალხს რეზინის ტყვიებს, ხოლო ხალხი თავს იცავს. პერიოდულად შტაბში მოყავთ დაზარალებულები, ისინი საკმაოდ ბევრნი არიან. მათი დათვლა შეუძლებელია. რაც შეხება დაღუპულებს, ჯერჯერობით ვრცელდება 2 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპნენ. ეს ორია თუ ხუთი, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის," - აცხადებს იგი.
მისი თქმით ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს:
"ჩვენ დავრჩებით და დავიცავთ ევრომაიდანს. ამიტომაც მოვუწოდეთ ხალხს - დაგვხმარებიდნენ, ჩვენთვის თითოეული ადამიანის დახმარება ძვირფასია და თითოეული მათგანი გვჭირდება".
მასალის გამოყენების პირობები






