ოპოზიცია 18:00 საათზე დამოუკიდებლობის მოედანზე ხელისუფლების ყველა ოპონენტს მოსვლისაკენ მოუწოდებს. „18:00 საათზე ყველანი მაიდანზე! „ვეჩეს“ შემდეგ, ცენტრალურ ქუჩებზე მსვლელობა და შემდგომი მოქმედებები“, - განაცხადა ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა.
„100%-იანი საერთოეროვნული მობილიზაცია. ყველანი კიევში, ყველანი მაიდანზე! დღეს საბოლოოდ გადაწყდება სახელმწიფოს ბედი!“, - მოუწოდა მან.
მისი თქმით მომიტინგეთა სიკვდილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ზახარჩენკოს პირად პასუხიმგებლობასა და სინდისზეა.
„ყველაფერი, რაც ახლა ქვეყანაში მოხდება, თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება, და მომიტინგის სიკვდილი - ეს პირადი პასუხისმგებლობაა ვიქტორ იანუკოვიჩისა, რომელიც ორი თვის მანძილზე იგნორირებას უკეთებდა მშვიდობიანი პროტესტის სამართლიან მოთხოვნებს და ტავისი ძალისხმევით გადაჰყავს სიტუაცია ცხელ ფაზაში“, - აცხადებენ ოპოზიციონერები.
მასალის გამოყენების პირობები






