,,ჩვენ სტუდენტები და უკრაინის მოქალქეები დახმარების, მხარდაჭერისა და ყურადღებისაკენ მოგიწოდებთ! დღეს დილის ექვს საათზე კიევში “მაიდანიდან“ სახლისკენ მიმავალი შვიდი სტუდენტი დაიჭირეს.
შვიდი ახალგაზრდა, მშვიდობიანი, უდანაშაულო ახალგაზრდა მამაკაცი კიევის უნივერსიტეტში კინო-თეატრის და სატელევიზიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობენ.
ისინი უკრაინული ახალგაზრდობის ღირსეული წარმომადგენლები არიან. შვიდი ახალგაზრდა სტუდენტი ხელოვანი ადამიანია, მათ არავითარი კავშირი არ აქვთ არც მოლოტოვის კოქტეილებთან და არც მოძალადე პოლიციასთან მომხადარ შეტაკებასთან. შვიდი უდანაშაულო ახალგაზრდას დაკავება უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ნათელი გამოვლინებაა.
უდანაშაულო ადამიანების მოტაცებით მთავრობა სხვა მომიტინგეთა დაშინებას ისახავს მიზნად. მთავრობა დემონსტრანტების შიშის საპასუხოდ რეპრესირების გზას მიმართავს. ამჟამად ახალგაზრდები ციხეში არიან. მოვლენათა შემდგომი განვითარება ჯერ-ჯერობით უცნობია.
ჩვენ, მათი მეგობრები, თანაკურსელები და უბრალოდ კეთილსინდისიერი ადამიანები ყველაფერს გავაკეთებთ მათი ციხიდან გამოსაყვანად. მორალური მხარდაჭერის გამოსახატავად ვგეგმავთ საპატიმროსთან პერმანენტული აქციების გამართვას. ასეთ სიტუაციაში ჩვენ მოგიწოდებთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.
ჩვენ ასევე გთხოვთ მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია მსოფლიოს საზოგადოებრივ ყურადღებას. უკრაინის კრიმინალური მთავრობის ქმედება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ამრიგად ჩვენ თქვენ ბრძოლაში დახმარებას გთხოვთ. უკრაინას სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!“, - ნათქვამია USA Ukraine-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






