ივანე გოლიაძე - ციმციმები ანძაზე ერთმა დიდმა და მაღალმა "ბავშვმა" დაგვაყენებინა
სოც.მედია - 14:50, 21 Jan, 2014     3392

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, ივანე გოლიაძე, რომელიც პროფესიით ფოტოხელოვანია და ხშირად გადაუღია ქალაქის ხედები, ტელეანძის განათებასთან დაკავშირებით ერთ ამბავს იხსენებს: "ამ ამბავს ახლა პირველად ვწერ.

დღეს გამახსენა ანძის ჩაქრობამ. რომ გითხრათ მეწყინათქო მოგატყუებთ, მაგრამ რაღაცა დონის განათება, თუნდაც მბჟუტავი ურიგო არ იქნებოდა. ამბავი კი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. თუ არ ვცდები 2009 წელი იყო. ტელეფონმა დამირეკა და ინგლისურად მოსაუბრე ფრანგულ აქცენტიანი მამაკაცი დამელაპარაკა. მეუბნებოდა რომ ჩემთან უნდოდა შეხვედრა ფოტოების თაობაზე.

მივედი რედისონში(იქ დავთქვით შეხვედრა) და შემხვდა ფილიპე. ერთ-ერთი გამნათებელი კომპანიის თანამშრომელი იყო და თბილისში რამოდენიმე შენობის განათების დიზაინერი გახლდათ. იმ პერიოდში შუშის ხიდის, ე.წ ჰიგიენური საფენის განათებაზე მუშაობდა. შემიკვეთა თვისივეგანათებული შენობების ფოტოები, მათ შორის ანძაც იყო.

მე შეკვეთა შევასრულე და მერე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. საკმაოდ კარგი ადამიანი იყო და იუმორშიც არ უჭირდა. ერთხელ ერთ-ერთ კაფეში ვისხედით და ღვინოს ვწრუპავდით. იქვე იყო ფილიპეს ჰოლანდიელი კოლეგა. ანძას გახედა ფილიპემ, მომიტრიალდა და მითხრა: ანძის განათება მოგწონს? მე დავიბენი, მაგრამ ვარჩიე სიმართლე მეთქვა. - ძირითადი განათება მომწონს, აი ის ყვითლად რაც ანათებს და ის ციმციმები, რომლებიც არასოდეს ისვენებენ ხანდახან გულსაც მირევს როცა დიდხანს ვუყურებთქო.

გაეცინა, ხელის გული ჩემს ხელისგულს შემოარტყა და მითხრა: - ეს ძირითადი განათება ჩემი დიზაინია და ის ციმციმები ერთმა დიდმა და მაღალმა "ბავშვმა" დაგვაყენებინა, რას იზამ ასეთი გემოვნება აქვსო :)) მე იმ წამსვე გამოვიცანი დიდი და მაღალი ბავშვის სახელი :)) - მერე ისიც მითხრა, მაინც არ თქვა აქ კედლებსაც ყურები აქვსო, მაგრამ ახლა ვწერ ამ ამბავს.

სამწუხაროდ ფილიპე წელიწადნახევარია გარდაიცვალა და დიდ ბავშვსაც აღარავინ ეკითხება ანძის განათების ამბავს...“- წერს ფოტოხელოვანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42