ოპოზიციის მხრიდან, მოლაპარაკებებს ოთხი ლიდერი აწარმოებდა მათ შორის არ ყოფილა ვიტალი კლიჩკო. ხელისუფლების მხრიდან შეხვედრას პრეზიდენტის მრჩეველი და იუსტიციის მინისტრი ესწრებოდნენ.
ოპოზიციის შეფასებით, ეს კონსულტაცია უფრო იყო ვიდრე მოლაპარაკება, რადგან სიტუაციის დარეგულირების შესახებ, არ უსაუბრიათ და მთავრობის წევრებს მხოლოდ მაიდნის მოთხოვნები გადასცეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ტელემიმართვით იანუკოვიჩი გამოვიდა. მან უკრაინელ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"არ აყვეთ იმ ადამიანებს, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. ვისაც უნდა, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ბზარი გააჩინოს და ქვეყანა მასობრივ არეულობაში ჩაითრიოს. მოგიწოდებთ დიალოგისა და კომპრომისისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს. მჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის და მზად ვარ ვემსახურო უკრაინას", - მიმართა უკრაინელ ხალხს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






