,,თქვენ, უკრაინის ვაჟკაც შვილებს და ქალიშვილებს, მოგმართავთ მხარდამჭერი სიტყვებით და მწამს თქვენი. დაიცავით უკრაინა და ნურაფრის შეგეშინდებათ. უკრაინას თქვენს გარდა, არავინ ჰყავს დამცველი.
სხვა გზებით ხალხი მაფიას ვერ მოერევა. თქვენ გმირები ხართ“, - ნათქვამია ექსპრემიერის განცხადებაში, რომელიც ტიმოშენკოს პრესმდივანმა მარინა საროკამ წაიკითხა, ეროვნული წინააღმდეგობის შტაბის პრესცენტრში.
იულია ტიმოშენკომ ხაზი გაუსვა - ის, რომ დღეს თავისუფალი იყოს, აუცილებლად გრუშევოს ქუჩაზე, თქვენთან ერთად იდგებოდა. თავისუფლება ღირს ამ ბრძოლად! - განაცხადა მან.
ექსპრემიერმა დაგმო ხელისუფლების მოქმედება, რომელიც სამოცი დღის განმავლობაში იგნორირებას უკეთებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს და რომელიც ქვეყანაში არცერთი წუთით არ შეწვეტილა.
,,მაფიამ ხელისუფლებაში ეს დიდი ხანია დაიმსახურა და ეხლა რომ ეს ყველაფერი შეაჩერო, თქვენ დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით უნდა წახვიდეთ მოუსავლეთში“
მასალის გამოყენების პირობები






