რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიბისის მიმომხილველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ჩევენთან შეუძლიათ თავი მეორე ხარისხის ადამიანებად არ იგრძნონ, რადგან ისინი არანაირ დისკრიმინაციას არ განიცდიან“.
პუტინმა თავისი აზრის ასახსნელად, ბრიტანული აუდიტორიისთვის გასაგები მაგალითი მოიყვანა: „თუ მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით, ისეთი, როგორიც ელტონ ჯონს, ეს გამოჩენილი ადამიანია, გამოჩენილი მუსიკოსი. და ჩვენთან მილიონობით ადამიანს ის გულწრფელად უყვარს, მიუხედავად მისი ორიენტაციისა“.
„ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი, რა სექსუალური ორიენტაციისა ადამიანი. და მე თავად მაქვს ურთიერთობა ზოგიერთ ასეთ ადამიანთან. ჩვენ სრულიად, ასე ვთქვათ, ამხანაგური ურთიერთობა გვაქვს“, - აღიარა რუსეთის ლიდერმა ენდრიუ მარუსთან ინტერვიუში.
„მე რამდენიმე ასეთი ადამიანი მათი მუშაობის შედეგებისათვის დავაჯილდოვე, არა მათი ორიენტაციის გამო“, - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






