როგორც censor.net აქტივისტებზე დაყრდნობით აცხადებს, ბერკუტის ავტობუსებმა პირდაპირი შეჯახებებით გაარღვიეს პიკეტები. დაპატიმრებულია ერთი აქტივისტი და დამტვრეულია მანქანები. ინფორმაციას ადასტურებენ ტელევიზიის ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს სტუდიის ფანჯრებიდან აკვირდებიან. როგორც მათ აღნიშნეს, ,,ბერკუტმა ბარბაროსულად დაამტვრია მანქანები, რომლებიც ისეთ მდგომარეობაშია, თითქოსადა მათ დინოზავრებმა გადაუარეს“.
გრუშევოს ქუჩაზე ერთ-ერთ აქტივისტს მილიციელის მიერ გასროლილი ტყვია თვალში მოხვდა. ბერკუტი მასირებულად ისვრის დემონსტრანტების მიმართულებით ხმოვან ყუმბრებს.
გრუშევოს ქუჩაზე ბერკუტელების გასროლილმა ყუმბარამ ახალგაზრდას ხელის მტევანი მოაგლიჯა. უკვე ორი სათია მილიცია რეზინის ტყვიებს ესვრის დემონსტრანტებს, - წერს ჟურნალისტი რომან ნეძელსკი, ,,ბერკუტელები ხალხს ესვრიან, ერთ-ერთ მამაკაცს ჩემს წინ მოხვდა რეზინის ტყვია და ის დაეცა, არ ვიცი ცოცხალია თუ არა...“

ხელისუფლებამ კიევისკენ მიმართა ძალოვნების მთელი რესურსი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკიდან ბერკუტის მეორე კოლონა გაემგზავრა. როგორც დონეცკელი ჟურნალისტები იტყობინებიან, ,,მოხდა ბერკუტის კოლონების ორგანიზება და ისინი მასობრივად გაემგზავრნენ კიევისაკენ“.
ჟურნალისტი და ბლოგერი დენის კაზანსკი თავის ფეისბუქსი გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს: ,,მეგობრებო, არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ბერკუტელებით სავსე ავტობუსის კოლონა დონეცკიდან კიევის მიმართულებით გაემგზავრა. ერთი საათის განმავლობაში შევეცდები, დავდო ვიდეოც. როგორც ვხედავ, დღეს ღამე აქციის მონაწილეებს დაჭირდებათ დახმარება“, -წერს ჟურნალისტი.
იანუკოვიჩმა ამ მოვლენების ფონზე დარეკა ოპოზიციის ლიდერთან იაცენიუკთან და შესთავაზა, ხვალიდან მოლაპარაკებები დაიწყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
,,ბერკუტის 30-მდე ავტობუსი შევიდა ქალაქის ცენტრში, დაახლოებით ათასამდე ბერკუტელით. მთელმა კიევმა დღეს უნდა დაიცვას მაიდანი“, - აცხადებენ ოპოზიციონრები.
მასალის გამოყენების პირობები






