უკრაინა რევოლუციის პირასაა - კიევში საერთო-სახალხო მობილიზაციაა
მსოფლიო - 18:56, 19 Jan, 2014     3931

რადას მიერ მიღებული კანონების წინააღმდეგ საერთო-სახალხო მობილიზაციის მოწოდებით მეიდანზე მორიგი საერთო-სახალხო ვეჩე გაიამრთა.კანონები გამოცხადადა ანტისახალხოდ და დიქტატორულად. იაცენუკმა ვეჩეს შეკრებაზე ახალი სახალხო რადას ჩამოყალიბების შესახებ განცხადება გააკეთა.

,,უკრაინის უმაღლესი რადა სამარცხვინო კანონების შემდგე გამოცხადად არალეგიტიმურად“, - განაცხადა ევრომეიდანზე გამოსვლისას იაცენუკმა. ,,ჩვენ უნდა შევქმნათ ალტერნატიული სახალხო რადა ოპოზიციური დეპუტატებისა და ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლებისგან. ეს ნიშნავს სახალხო რადას ჩამოყალიბებას“, - ხალხმა ხმამაღალი შეძახილებით მხარი დაუჭირა ამ წინადადებას.

ამასთან ერთად, ოპოზიცია პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ აკეთებს განცხადებას, ,,ჩვენ ვაცხადებთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და მას ჩვენ ჩავატარებთ. აგრეთვე ჩვენ ვითხოვთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა იყოს განახლებული, რათა ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად“, - წარმოსთქვა ევრომეიდანზე კლიჩკომ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტს დაუყენებენ ულტიმატუმს. ,,ის ჩვენ ან მოგვისმენს ან - არა. უკვე ორი თვეა ადამიანები დგანან მეიდანზე, ოღონდ ის ისე იქცევა, თითქოს არ არსებობს. დღეს დგას საკითხი - ან იანუკოვიჩი გაიმარჯვებს, ან უკრაინა. მან თავის ერთ მუჭა მხარდამჭერებთან ერთად მოახდინა უკრაინის პრივატიზება. არ გამოვა!“, - აცხადებს კლიჩკო.

ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, გადავიდნენ ხალხის მხარეს. ,,თქვენ ფიცი მიეცით ხალხს და თქვენ უნდა დაიცვართ ხალხი“.

ამ საღამოსთვის ვეჩეს უკვე 500 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება. აქ არიან სასულიერო პირები და ვეჩე მიმდინარეობს საყოველთაო ლოცვის ფონზე.

ვეჩეს ყველა გამომსვლელი როგორც ოპოზიციის ლიდერები, ასევე საზოგადოების წარმომადგნელები, ყველანი, მოუწოდებენ მოსახლეობას საყოველთაო მობილიზაციისკენ. ბევრი მომიტინგე უკვე ჩაფხუტშია გამოწყობილი, ხალხის რაოდენობა ძალიან სწრაფად იმატებს, მეტროებსა და გაჩერებებში ისმის შეძახილები: დიდება უკრაინას!

დღის ბოლოს, სახალხო ვეჩეზე ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კენჭისყრით იქნა დამტკიცებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42