ჩინელმა მამაკაცმა იფიქრა, თუკი ცოლი თავისით არ გამშორდება, სასამართლოს მივმართავო. მით უმეტეს, რომ გარკვეული საფუძველი, მართლმსაჯულებისთვის მიემართა, ცზიან ფენგს ნამდვილად ჰქონდა.
ფენგს უსაზღვროდ უყვარდა ქალი, რომლის სილამაზე არავითრ ეჭვს არ უჩენდა. მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა კიდეც. ჰოდა, აქ მოხდა ძალიან გაუთვალისწინებელი რამ.
წყვილს გოგონა შეეძინა, რამაც ცზიან ფენგის ოჯახურ იდილიას ბოლო მოეღო. ხელი არ გვიბრუნდება ამის დასაწერად, მაგრამ იქაურ მედიაში, როგორც ამბობენ, ახალშობილი საშინლად შეუხედავი აღმოჩნდა. მისი სახის ნაკვთები არც მამისას ჰგავდა და არც დედისას. მამაკაცი დაეჭვდა ცოლმა მიღალატაო და იმის გაგებას შეეცადა ვინ იყო ბავშვის მამა.
საბოლოო ჯამში, ქალი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ მომავალი ქმრის გაცნობამდე ჩრდილოეთ კორეაში პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა და უზადო გარეგნობა ასე მიიღო.
ტყუილმა ჩინელი მამაკაცი იმდენად აღშფოთა, რომ მაშინვე განქორწინება მოითხოვა და ცოლს სასამართლოში უჩივლა, ოჯახში მოტყუებით შემომივიდა და სინამდვილეში მახინჯი ყოფილაო. ჩინური მართლმსაჯულება სარჩელის პატრონს დაეთანხმა და ქალს აწ უკვე ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით 120 ათასი აშშ დოლარი გადახდა დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






