საპრეზიდენტო სასახლის გაუქმება მდაბიო რევანშიზმის გამოვლინებაა... - სალომე ზურაბიშვილი
სოც.მედია - 14:02, 18 Jan, 2014     3129

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ახალი ხელისუფლების მხრინდა საპრეზიდენტო სასახლის შესაძლო გაუქმებას ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება და ფაქტს, ,,ანტისახელმწიფო“ და ,,ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოდ“ მიიჩნევს.

,,რომელიმე საკითხი ჩნდება, იწყება ბჭობა მის ირგვლივ და მალევე ქრება... ისე რომ გადაწყვეტა არ უჩანს არცერთს: ასე იყო დადიანის სასახლეს პარკის გასხვისებაზე ... ხუდონ ჰესის მშენებლობაზე.... საყდრისის ოქროს საბადო და ძეგლის სტატუსის მოხსნაზე... ოლიმპიადაზე წასვლა არ წასვლაზე ... მთავარ პროკურორის გადადგომაზე... ვაკის პარკის განადგურება და ახალ მშენებლობაზე..... ვცხოვრობთ სკანდალიდან სკანდალამდე: იქოთქოთებს საზოგადოება მაგრამ ამ ქოთქოთს არაფერი მოყვება.... ყველაფერი ისევ ისე გრძელდება!

ერთი ასეთი საკითხია ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ბედი: სრულიად გამაოგნებელია, რომ ასეთი ძვირად ღირებული შენობა მიტოვებული იყოს და ამის გასამართლებლად ისმოდეს სრულიად უაზრო არგუმენტები: რაღაც თანხა უკვე დახარჯულია ახალი საპრეზიდენტო ოფისებისთვის, ასეთი ფართი არ სჭირდება ახალ პრეზიდენტს, ... და ასე შემდეგ...

მაგრამ რომელ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ ნახევარ მილიარდიანი სასახლე მიაგდოს და არ გამოიყენოს ? ეს რა არის რაღაც მდაბიო რევანშიზმის გამოვლინება? "რადგანც სააკაშვილის უაზროდ აშენებულია ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ"!... მაგრამ გვავიწყდება რომ ეს სინამდვილეში სააკიაშვილის კი არა, ქართველი ხალხის სახსრებით აშენდა (ომის მერე ამერიკისგან გამოყოფილი) და ასე მიტოვება გამოდის ასევე ბიუჯეტის და დახარჯულ თანხების მეორედ ფანჯრიდან გადაგდება. ელემენტარული მორალი მოგვიწოდებს, რომ ეს შენობა გამოვიყენოთ ოპტიმალურად და რაა უფრო ოპტიმალური, თუ არა ყველასი იქ თავმოყრა: მთავრობის კანცელარიიისა, საპრეზიდენტო ადმინისტრაციის, და იმდენი სამინისტროსი, რადენიც დაეტევა . ეკონომიურიც იქნება, რაციონალურიც...

თან ერთი მომენტია ... ჩემზე მეტად არავის არ სძულს ეს პომპეზური, უგემოვნო და ნეოფაშისტური შენობა რომელიც არც თბილისს უხდება და არც ქართულ გემოვნებაში ზის, მაგრამ სახელმწიფოებრივ კუთხით თუ შევხედავთ, საპრეზიდენტო სასახლის გაუქმება, გვინდა არ გვინდა, რაღაც ანტი სახელმწიფო ნიშანს ატარებს, ქვეყნის დაქვეითების სიმბოლოა .... ჩამქრალი და უხმარი სასახლე უარყოფითი ნიშანიცაა... ამიტომ არსებობს და გამოვიყენოთ .

არსებულ სამთავრობო კანცელარიას მაინც აჯობებს თავის საბჭოთა სუნით და მძიმე წარსულით (ტაძრის ნანგრევებზე აგებული )...

ზოგჯერ საჭიროა გაბედული ნაბიჯების გადადგმა , წარსულის ტყვეობიდან გამოსვლა: ეს სასახლე სანამ ცარიელი იქნება მიშასი იქნება და მისი ლანდი იქ მოგევჩვენება! საკმარისია ამ ადგილს მიეცეს თავისი ახალი სახელმწიფო დატვირთვა და ლანდიც და წინა დგმურიც გაჰქრებიან!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42